გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული ოთხოზორიას საფლავი დღეს, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს.

მათი განცხადებით, გიგა ოთხოზორია არის სიმბოლო ოკუპაციასთან ბრძოლის, რომელსაც ქართველი ხალხის არასდროს შეეგუება.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან, აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ ის დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. საქართველომ რაშიდ კანჯი ოღლი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.

2023 წელს სტრასბურგის სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. სასამართლომ რუსეთს მოკლულის ოჯახისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა, ხოლო ხარჯების ასანაზღაურებლად 9 265 ევროს გადახდა დააკისრა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739715139

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩში, მადრიდში ესპანეთის ნაკრები ბონუსქულით, 62:32 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა...

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

1739713419

ახალი ამბები

„შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება უძღები შვილის მსგავსად“ - მეუფე შიო

„შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება უძღები შვილის მსგავსად, რომელიც მიხვდა, რომ ღმერთის გარეშე იღუპება...“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენ...

მეუფე შიო

1739711949

მსოფლიო

საბერძნეთის 4 კუნძულზე ისევ საგანგებო მდგომარეობაა

ეგეოსის ზღვაში უწყვეტი სეისმური აქტივობის გამო, საბერძნეთის 4 კუნძულზე სასწავლო პროცესი კიდევ ერთი კვირის განმავლობაში შეჩერებული იქნება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. საბერძნეთის პრემიერ-მინის...

საბერძნეთი

1739708239

ახალი ამბები

რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა - შემთხვევა ინდოეთში მოხდა

ინდოეთში, ნიუ-დელის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას daily mail-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, რკინიგზის სადგურზე ორი მატარებელი დაგვიანებით მივიდა...

რკინიგზის სადგური

1739704435

ახალი ამბები

„ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარას გარდაცვალება, პარალელურად, წარმოუდგენელ არაადამიანობას ვაწყდებით: ოღონდ პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამ ტრაგედიაზე გეგმები განაახლონ, ყველაფერს კადრულობენ“ - მამუკა მდინარაძე

„ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარას გარდაცვალება. ალბათ სიტყვები ზედმეტია, თუმცა უნდა მოვახერხოთ თანავუგრძნოთ, ვანუგეშოთ - თუკი რამენაირად ეს შესაძლებელია“, - წერს „ქართული ოცნების" აღმასრულებელი...

მამუკა მდინარაძე