გიორგი აბაშიშვილი - არ არსებობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, სარეიტინგო სააგენტო, ეკონომიკურ ანალიტიკაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მცირედიც მაინც მოლდოვას ახლოს დააყენებს საქართველოსთან!

„რადგან არ წყდება სრულიად არაკვალიფიციური მითები „მოლდოვური სასწაულის„ შესახებ, მოდით მხოლოდ ციფრებით ვთქვათ რეალობა და ეს ცოფრებიც მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ავიღოთ,”- ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს” დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
აბაშიშვილი საერთშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სარეიტინო სააგენტოების Fitch Ratings, Moody’s და S&P შეფასებებს იშველიებს, სადაც საქართველო სხვადასხვა მონაცემებით წინ უსწრებს მოლდოვას.
მისივე თქმით, ყველა სპეკულაცია მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზანი ერთია: სწავლობენ როგორ დაიჩაგროს საქართველო.
„მუდმივი შანტაჟის ქვეშ მყოფი საქართველო VS “სანიმუშო” მოლდოვა რადგან არ წყდება სრულიად არაკვალიფიციური მითები “მოლდოვური სასწაულის” შესახებ, მოდით მხოლოდ ციფრებით ვთქვათ რეალობა და ეს ცოფრებიც მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ავიღოთ:
საერთშორისო სავალუტო ფონდის (IMF) უახლესი შეფასებით საქართველოს 12-ჯერ (!) მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება 2025 წელს ვიდრე მოლდოვას! ევროპის მთავარმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2025 წლის თებერვალში საპრლმენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.4 პროცენტით გააუმჯობესა, მაშინ, როდესაც მოლდოვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.5 პროცენტით შეამცირა.
მსგავსი ვითარებაა (მცირედი პროპორციული სხვაობებით) მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სარეიტინო სააგენტოების Fitch Ratings, Moody’s და S&P შეფასებებში. ასევე, მსოფლიო ბანკი მთავრობის ეფექტურობის ინდექსით საქართველო მოლდოვას 33 პროცენტიანი მაჩვენებლით უსწრებს, ხოლო კორუფციის კონტროლის ინდექსის მიხედვით 25 პროცენტიანი მაჩვენებლით.
Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 62 ადგილით უსწრებს მოლდოვას ამავე ინდექსით: საინვესტიციო და ფინანსური თავისუფლების კუთხით საქართველო სრულად თავისუფალ ქვეყნად ითვლება (მწვანე ზონა), ხოლო მოლდოვა “ძირითადად არათავისუფალ” ქვეყნადაა მიჩნეული LEGATUM INSTITUTE -ის კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით საქართველო 17 ადგილით უსწრებს მოლდოვას, ხოლო WIPO-ს გლობალური ინოვაციების ინდექსით 11 ადგილით ეს მხოლდ ერთი მაგრამ კონკრეტული ნაწილია - სია კიდევ გრძელია …. უამრავი დეტალის ჩაშლა შეიძლება. ფაქტი ერთია: არ არსებობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, სარეიტინგო სააგენტო, ეკონომიკურ ანალიტიკაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მცირედიც მაინც მოლდოვას ახლოს დააყენებს საქართველოსთან! შესაბამისად, ყველა სპეკულაცია მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულია - მიზანი ერთია: სწავლობენ როგორ დაიჩაგროს საქართველო!”- წერს აბაშიშვილი.
1752919882
მსოფლიოაშშ-ში კაცი მრტ-ს აპარატმა მოკლა
აშშ-ში კაცი ნებართვის გარეშე შევიდა კაბინეტში, სადაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი იყო განთავსებული. აპარატი ჩართული იყო. კაცს კისერზე დიდი ჯაჭვი ეკეთა და აპარატის მაგნიტმა ის მაშინვე მიიზი...
1752918381
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ბიუროკრატთა ხელში, რისი გამოყენებაც უნდათ ჩვენს წინააღმდეგ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რათა მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან და გახსნან მეორე ფრონტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი ევრობიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება. ჭეიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ჩინოვნიკთა ხე...
1752915725
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: უარი განვაცხადეთ რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი ომში, როგორც სატელიტი სახელმწიფო, მას შემდეგ არის მუდმივი მცდელობები, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ რადიკალური ოპოზიციით, ვინც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს
„ჩვენ უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო ყოფილიყო გამოყენებული პროქსი ომში როგორც სატელიტი სახელმწიფო. ეს რა თქმა უნდა ევრობიუროკრატებმა, არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველებმა ვერ გვაპატიეს“, - განაცხ...
1752913967
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ საზღვრის უკანონოდ კვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...
1752912843
ახალი ამბებიმცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგურამოს პოლიციისა და დუშეთს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების...