გიორგი ვოლსკი: ჩვენ საგარეო კურსი არ შეგვიცვლია, ევროპამ შეცვალა საგარეო კურსი. ევროპული სტანდარტი ყოველდღიურად თუ არა, ყოველკვირეულად გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში ჩანს - სად ვართ, სად ვდგავართ

კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ჩვენ საგარეო კურსი არ შეგვიცვლია - ევროპამ შეცვალა საგარეო კურსი. [saqarTvelos ]ევროპული სტანდარტი ყოველდღიურად თუ არა, ყოველკვირეულად გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში ჩანს - სად ვართ, სად ვდგავართ და მოუსმინეთ, რას ამბობს კაია კალასი ან კუბილიუსი საქართველოსთან დაკავშირებით - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ბიუროკრატია, რომელიც დღეს განაგებს ევროკავშირს, არანაირ ცვლილებას არ ექვემდებარება, თუკი ეს ცვლილება არჩევნების გზით ძირეულად არ მოხდა.

„ხელისუფლებები იცვლებიან, ახალი ხელისუფლებები მოდიან და შესაბამისად, იცვლება ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოსთან და ზოგადად, მთელს მსოფლიოსთან მიმართებაში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ სიღრმისეულად გააანალიზონ, რა უნდათ საქართველოსგან და რა პერსპექტივას უქადის თუნდაც, გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერისგან გახმოვანებული მუქარა მომავალ თაობას.

„ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანის ოჯახისთვის კატეგორიულად არ არის მისაღები ის პერსპექტივა, რასაც ასეთი პოლიტიკა გვიქადის ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას და ვფიქრობ, მომავალში აი, ეს სიღრმისეული ანალიზი და ინტელექტი გაიმარჯვებს იმ განუკითხაობაზე, რომლის შექმნაც სურთ საქართველოში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779644862

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ იმ ღირებულებებზე თქვა უარი, რისთვისაც ჩვენ გვინდოდა და გვინდა ევროკავშირის ნაწილად ყოფნა - იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპული საზოგადოების უმრავლესობა დაიბრუნებს ღირებულებებს

ევრობიუროკრატიამ იმ ღირებულებებზე თქვა უარი, რისთვისაც ჩვენ გვინდოდა და გვინდა ევროკავშირის ნაწილად ყოფნა. მე შეგნებულად არ ვამბობ, რომ ევროპამ თქვა უარი ღირებულებებზე, რადგან მისი სახე ნამდვილად არაა...

გურამ მაჭარაშვილი

1779643710

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: საზოგადოება ხედავდა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოგვივარდებოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა, ეს არ იყო ვიღაც გულანთებული მოქალაქე, ეს იყო კარგად დაფინანსებული ან „ენჯეო“ ან პოლიტიკური აქტივისტი

„ეს იყვნენ გვარამიას მეთაურობით აგრესიულად დამუხტული „ტვ პირველის“ თუ „ფორმულას“ ჟურნალისტები და მათ გვერდზე, რა თქმა უნდა ის „ენჯეო“ სექტორი, რომელიც ერთ დროს გვეუბნებოდა, რომ ადამიანის უფლებებს იცავ...

ნინო წილოსანი

1779641787

მსოფლიო

ზელენსკი: პუტინს სიტყვა „ვაშას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია, თუმცა მაინც აგრძელებს თავისი რაკეტებით საცხოვრებელი შენობების განადგურებას

24 მაისის ღამეს რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით იერიშს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ზელენსკის ინფორმაციით, რუსების იერიშის შედეგად 83 ადამიანი დაშავდა. „...

ზელენსკი

1779640192

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს რუსეთის მიერ თავისი ბაზრის შეზღუდვას სომხური პროდუქციისთვის. ანალიტიკოსის აზრით, ესაა პირდაპირი გზავნილი ერევნისთვის, რათა...

დავით ქართველიშვილი

1779636905

ახალი ამბები

ლაშა დოლიძე: 26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში

26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის...

ლაშა დოლიძე