გიორგი ვოლსკი კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე: ევროპული ფასეულობები და სტანდარტი არ გულისხმობს ადამიანების ფიზიკურ დაზიანებას, როგორც ვიხილეთ კადრებში

კადრებში ჩანს, რომ ადამიანები, ვინც პროტესტს გამოხატავდნენ, არ იყვნენ აგრესიულები და არ მიმართავდნენ ისეთ ექსტრემისტულ პროცესებს, როგორც საქართველოში ვიხილეთ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

მისივე თქმით, საქართველოში ბრუტალური შეტევა იყო სახელმწიფო სტრუქტურებზე, ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, პარლამენტზე, პოლიციაზე და მობილიზებული იყო საკმაოდ სერიოზული რესურსი.

„ჩვენ ვსაუბრობთ ორმაგ სტანდარტზე. დანიის შიდა საქმეებში არ ვერევით, მითუმეტეს, მათ ძალიან მკაფიოდ გამოაცხადეს, რომ ეს იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები და დანიის პოლიციამ იმოქმედა ისე, როგორც ჩათვალა საჭიროდ. მათი აზრით, ისე არ უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ, ან პოლიციამ, როგორც თვლის საჭიროდ.

ევროპული ფასეულობები და სტანდარტი არ გულისხმობს ადამიანების ფიზიკურ დაზიანებას, როგორც ვიხილეთ კადრებში. ძაღლების გამოყენების თემა არის ერთ-ერთი საგანგებოდ მნიშვნელოვანი საკითხი, ვინაიდან იქ არ იყო მხოლოდ ძაღლები, რომლებიც ყეფენ, იქ ჩვენ ვიხილეთ ძაღლები, რომლებიც კბენენ ადამიანებს.

მარტო კოპენჰაგენში არ ყოფილა მსგავსი შემთხვევები, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში, მაგალითად პარიზში 12 ადამიანი გარდაიცვალა, როდესაც პოლიცია შესაბამის ზომებს იღებდა პროცესის მართვისთვის. მსგავსი ვიხილეთ ბერლინში, ასევე, ჰოლანდიაში ცხენოსანი პოლიცია შეერია მომიტინგეებს, იყო მანქანის დაჯახების ეპიზოდებიც, რომლებიც ასევე ტელევიზიით ვიხილეთ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის შეფასებით, სახეზეა არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ გარკვეული ინტერესი გააჩნია მათ შორის, დანიას და ევრო ბიუროკრატიას საქართველოს მიმართ, სადაც რევოლუციური პროცესი წინასწარი სცენარის მიხედვით არის წახალისებული, დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779644862

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ იმ ღირებულებებზე თქვა უარი, რისთვისაც ჩვენ გვინდოდა და გვინდა ევროკავშირის ნაწილად ყოფნა - იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპული საზოგადოების უმრავლესობა დაიბრუნებს ღირებულებებს

ევრობიუროკრატიამ იმ ღირებულებებზე თქვა უარი, რისთვისაც ჩვენ გვინდოდა და გვინდა ევროკავშირის ნაწილად ყოფნა. მე შეგნებულად არ ვამბობ, რომ ევროპამ თქვა უარი ღირებულებებზე, რადგან მისი სახე ნამდვილად არაა...

გურამ მაჭარაშვილი

1779643710

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: საზოგადოება ხედავდა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოგვივარდებოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა, ეს არ იყო ვიღაც გულანთებული მოქალაქე, ეს იყო კარგად დაფინანსებული ან „ენჯეო“ ან პოლიტიკური აქტივისტი

„ეს იყვნენ გვარამიას მეთაურობით აგრესიულად დამუხტული „ტვ პირველის“ თუ „ფორმულას“ ჟურნალისტები და მათ გვერდზე, რა თქმა უნდა ის „ენჯეო“ სექტორი, რომელიც ერთ დროს გვეუბნებოდა, რომ ადამიანის უფლებებს იცავ...

ნინო წილოსანი

1779641787

მსოფლიო

ზელენსკი: პუტინს სიტყვა „ვაშას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია, თუმცა მაინც აგრძელებს თავისი რაკეტებით საცხოვრებელი შენობების განადგურებას

24 მაისის ღამეს რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით იერიშს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ზელენსკის ინფორმაციით, რუსების იერიშის შედეგად 83 ადამიანი დაშავდა. „...

ზელენსკი

1779640192

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს რუსეთის მიერ თავისი ბაზრის შეზღუდვას სომხური პროდუქციისთვის. ანალიტიკოსის აზრით, ესაა პირდაპირი გზავნილი ერევნისთვის, რათა...

დავით ქართველიშვილი

1779636905

ახალი ამბები

ლაშა დოლიძე: 26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში

26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის...

ლაშა დოლიძე