გიორგი ვოლსკი: რამდენიმე ადამიანი იკრიბება, ისინი, ვინც ან მსჯავრდებულები არიან, ან ძებნაში იმყოფებიან და აცხადებენ, რომ შარშან გამოყენებული იყო მომწამლავი ნივთიერება, ეს შემაშფოთებელი ტყუილია

ტყუილი იმდენად უტიფარია, რომ შემაშფოთებელია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი BBC-ის სტატიას.

მისი თქმით, ამ სიცრუის უკან შემდეგი ნაბიჯებიც არის დაგეგმილი, რაც საქართველოს დესტაბილიზაციას ითვალისწინებს.

„რამდენიმე ადამიანი იკრიბება, გამოჩენილი ადამიანები თავის სიცრუეში, ის ადამიანები რომლებიც ან მსჯავრდებულები არიან, ან ძებნაში არიან და აცხადებენ, რომ შარშან გამოყენებული იყო მომწამლავი ნივთიერება. შეძახილის გამოხმაურებას ჰგავს და ეს შეძახილი ტყუილად არ გაკეთებულა. ეს შეძახილი არის შემაშფოთებელი ტყუილი იმდენად უტიფარია, რომ შემაშფოთებელია. ამ ტყუილის უკან კიდევ შემდგომი ნაბიჯები არის დაგეგმილი, რომლებიც საქართველოს, ისევე როგორც ადრე, უქადის დესტაბილიზაციას“, - აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764653045

ახალი ამბები

კახა კალაძის ხელმძღვანელობით, უნგრეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება

 უნგრეთში, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. დღეს თბილისის მერი უნგრეთის პარლამენტის წევრ გაბორ კუბატოვს შეხვდება. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გახსნი...

კახა კალაძე

1764651467

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ნიუ-დელიში მაღალი დონის შეხვედრებს იწყებს

 შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ნიუ-დელიში მაღალი დონის შეხვედრებს დღეიდან იწყებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ინდოეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის...

შალვა პაპუაშვილი

1764619427

საზოგადოება

ვოლსკი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე - ტყუილი იმდენად უტიფარია, რომ შეშფოთების რეალური საფუძველი გაგვაჩნია

 პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი „ღამის კურიერის“ ეთერში BBC-ის საგამოძიებო მასალას გამოეხმაურა. ვოლსკი გავრცელებულ ინფორმაციას, უტიფარ ტყუილს უწოდებს. „იმდენად უტიფარია ბრალდება მთელი...

გია ვოლსკი

1764617752

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინას საფრანგეთისგან არაფერი აქვს სასწავლი კორუფციასთან ბრძოლაში

 საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინას საფრანგეთისგან არაფერი აქვს სასწავლი კორუფციასთან ბრძოლაში. ამის შესახებ მან უკრაინის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მაკ...

მაკრონი და ზელენსკი

1764615620

ახალი ამბები

3-7 დეკემბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

 3-7 დეკემბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის...

 საავტომობილო გზების დეპარტამენტი