გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ იმ ღირებულებებზე თქვა უარი, რისთვისაც ჩვენ გვინდოდა და გვინდა ევროკავშირის ნაწილად ყოფნა - იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპული საზოგადოების უმრავლესობა დაიბრუნებს ღირებულებებს
ევრობიუროკრატიამ იმ ღირებულებებზე თქვა უარი, რისთვისაც ჩვენ გვინდოდა და გვინდა ევროკავშირის ნაწილად ყოფნა. მე შეგნებულად არ ვამბობ, რომ ევროპამ თქვა უარი ღირებულებებზე, რადგან მისი სახე ნამდვილად არაა მხოლოდ ევროკავშირი და ევრობიუროკრატია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დანიაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
ამასთან, იგი იმედს გამოთქვამს, რომ ევროპული საზოგადოება ევროპულ ღირებულებებს დაიბრუნებს.
„იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპული საზოგადოების უმრავლესობა დაიბრუნებს ღირებულებებს. ნებისმიერ განმარტებასა და დოკუმენტში ცხადადაა ნაჩვენები, რომ ევროპული ღირებულება დაფუძნებულია ქრისტიანულ ღირებულებაზე. ეს იყო ევროპელების იდენტობის განუყოფელი ნაწილი. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ რომ ევროკავშირი ებრძვის ქრისტიანულ ღირებულებებს, ვგულისხმობთ, რომ ევრობიუროკრატები ებრძვიან ოჯახურ ტრადიციებს, მშვიდობას, ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობას“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
როგორც ცნობილია, დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ძალა გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად.
კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების შესაფასებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართა.
1779632701
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში
„ძალიან გამიხარდა, როცა 2024-ში „ქართული ოცნების“ სია გამოქვეყნდა და იქ ვარლამ ლიპარტელიანიც იყო, ლაშა ტალახაძეც და გენო პეტრიაშვილიც, იმიტომ, რომ პირველ რიგში, თქვენ ხართ ის ადამიანები და ქართული სპო...
1779631642
ახალი ამბებილაშა ბერულავა: გიორგი კარბელაშვილი ისევ ენმ-ს წარმოადგენს? თუ კი, სამარცხვინოა იმ ინციდენტის გამო, სადაც ტაქსის მძღოლს ძველბიჭური გარჩევები მოუწყო არაფრის გამო, ბოლოს კი მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა პარლამენტის ყოფილ წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კარბელაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან ტაქსის მძღოლს „ძველბიჭური გარჩევები მოუწყო არაფრის გამო, ბოლოს კი მიაძახა...
1779630275
ახალი ამბებიუფალმა ჩვენ გვიანდერძა, გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ მისგან ბოძებული ერთობა, გვმართებს ვიღვაწოთ, ვიშრომოთ და ვილოცოთ ამ ერთობის შენარჩუნებისთვის - შიო III
სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლიტურგია აღავლინა და ზიარების მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც შიო III-მ აღნიშნა, წმინდა საიდუმლოს მიღებით, ადამიანი ქრისტეს ერთიანი სხეული წევ...
1779626844
ახალი ამბებიკახა კალაძე საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა
თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობას Tbilisi Art Fair-2026-ს ესტუმრა, რომელშიც თბილისის მერიის „თბილისის საჯარო ხელოვნების...
1779625828
ახალი ამბებიავარია მარნეულის მუნიციპალიტეტში - დაიღუპა ერთი ადამიანი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წოფში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. როგორც შინაგან საქმეთა...































