იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 15 ძაღლი ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა თერჯოლაში გადაიყვანეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცხოველთა მოყვარულებთან აქტიური მუშაობის შედეგად, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში დაავადება ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 42 ძაღლიდან 15-ს ოფიციალურად გამოუჩნდა მზრუნველობის ქვეშ აყვანის მსურველი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ცხოველთა ფედერაციამ (GAF), სააგენტოს ოფიციალურად მომართა. სპეციალისტების მიერ შემოწმდა და დადგინდა, რომ მიმკედლებელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში აქვს შესაბამისი სივრცე, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, რაც ითვალისწინებს ცხოველის იზოლაციას, ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან კონტაქტის შეზღუდვას.
ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ძაღლები თავშესაფრიდან მიმკედლებელთან გადაიყვანეს, სადაც 6 თვიანი (დაავადების ინკუბაციური პერიოდი) ზედამხედველობა მიმკედლებლის პასუხისმგებლობით დაწესდება.
22 მაისის მონაცემებით, იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში 27 ძაღლი რჩება. ამ ეტაპზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მიერ განიხილება ძაღლების მიკედლების მსურველი კიდევ ერთი პირის განცხადება. სპეციალისტები სწავლობენ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. გადაწყვეტილება, კანონმდებლობის, ცხოველთა კეთილდღეობის, საზოგადოების უსაფრთხოებისა და სტანდარტების სრული დაცვით იქნება მიღებული. პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ძაღლების მიმკედლებელთან გადაყვანას, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ჰიპეპოპულაციის მართვის ეკიპაჟები უზრუნველყოფენ.
მიმდინარე წლის 8 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ (ქ. ქუთაისი) თავშესაფარში გადაყვანილია ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო 51 არავაქცინირებული ძაღლი, რომელთაგანაც 9 მოკვდა, მათ შორის, 3 ძაღლს ლაბორატორიული გამოკვლევით ცოფი დაუდასტურდა, ხოლო 6 -ის სიკვდილის მიზეზი თანამდევი დაავადებები გახდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა მოყვარულებს, იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში დაკვირვების ქვეშ მყოფ ძაღლებს, დადგენილ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გადასცემს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1779561050
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ დიუშენის სინდრომით დაავადებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს, 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი საჭირო ინვენტარისა და რეაბილიტაციებისთვის
„დიუშენის დაავადებით მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების ტკივილი პოლიტიკის იარაღად არ უნდა იქცეს. ყველა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ ექსტრემისტული ჯგუფი რომელიც ამ თემებით სპეკულირებს, თამაშობს ძა...
1779556842
ახალი ამბებიშაკო კუჭაშვილი: ბავშვების თემას ამოფარებულ „დაიცავი ილიაუნის“ „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ფარულავა კურირებს, უკვე დაიწყეს საუბარი, რომ ეს ფული წამლის შესაძენად არ გროვდება - საუბარი ყოფილა ეტლებსა და ბავშვების საჭიროებებზე
„ბავშვების თემას ამოფარებული „დაიცავი ილიაუნი“ რაც არის, ალბათ, სახელიც გეუბნებათ. უბრალოდ დავამატებდი, რომ ამ ორგანიზაციას გვარამიას „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა ფარულავა კურირებს“, - წერს სამოქალა...
1779554780
ახალი ამბებიმედია: ბაქო-თბილისი-ბაქოს განახლებულ სარკინიგზო მარშრუტზე უმოკლეს ვადაში 1 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა
ბაქო-თბილისი-ბაქოს განახლებულ სარკინიგზო მარშრუტზე უმოკლეს ვადაში 1 000-ზე მეტი ბილეთიგაიყიდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზაზე დაყრდნობით „აზერ ნიუსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ახალ რეისზე ბაქ...
1779551630
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: იმდენად უსუსურები არიან, იციან რომ 100 კაცზე მეტს ვერ კრებენ და ამიტომ 26 მაისს დაამთხვიეს, მივმართავ ახალგაზრდებს - ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს
„იმდენად უსუსურები არიან, იციან რომ 100 კაცზე მეტს ვერ კრებენ და ამიტომ 26 მაისს დაამთხვიეს“, - ასე აფასებს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ოპოზიციის ალიანსის მიერ დაანონსებ...
1779549804
ახალი ამბებიკათოლიკოს-პატრიარქი შიო III: ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში, ღვთის ძალით და მადლით ყველაფერი შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება
„ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში... ღვთის ძალით და მადლით ყველაფერი შესაძლებელია და ეს ა...































