იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული სასამართლო რას გააკეთებს, გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებაზე - წულუკიანი პრეზიდენტზე

საქართველოს პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ თავად გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით, – აცხადებს თეა წულუკიანი.

საქართველოს კულტურის მინისტრს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკითხს შეეხებოდა.

„საქართველოს პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ როდესაც მას მიმართავენ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, თავად გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით. სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავის საქმეს მიხედავს. მთავარია კითხვა პრეზიდენტთან, ეთანხმება თუ არა ის, რომ შეიწყალოს მოცემული პატიმარი, ეს გვაინტერესებს საზოგადოებას. მისი პასუხი იყო მკვეთრად უარყოფითი და იმედი მაქვს, რომ ეს მკვეთრად უარყოფითი პასუხი კვლავ ძალაშია“, – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, დღეს სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით ყურადღებით არის. „ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

🔵 ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა - რამდენად შეიძენთ 25 ნოემბერს ევროს და დოლარს

🔵 „როგორ მენანები, ღიმილიანო ბიჭო”- ავარიას კურიერი ემსხვერპლა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1669631700

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია, ეს ვიზუალურადაც ჩანს - ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ეს ვიზუალურადაც შესამჩნევია. ამის შესახებ ლომჯარიამ კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილის მონახუ...

ზოგადი

1669631100

საზოგადოება

"ციხეში გაუპატიურებაზე მოხვედრილი ერთი კაცი დასამარხი იყო და კაცები ხელს არ კიდებდნენ, სამი საათი გახდა და ქალებმა გამოასვენეს მერე - მონაზონზე თავდამსხმელებს ღვთის წინაშე რა ელით ამაზე აღარაფერს ვიტყვი"

კასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევან მუჯირი სოციალურ ქსელში, 26 ნოემბერს ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს ეხმაურება და წერს: "რაც...

მამაო

1669629600

ახალი ამბები

„ამ ქვეყანაში საპატრიარქო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება“- ხათუნა სამნიძე

ამ ქვეყანაში საპატრიარქო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება, რომელიც ცდილობს, საზოგადოებაში დათესოს ღვარძლი, ზიზღი, სიძულვილი და განახორციელოს კიდეც ძალადობა, –განაცხადა „რესპუბ...

ხათუნა სამნიძე -პოლიტიკოსი

1669628400

სოციალური მედია

"მეთოთხმეტე წელია შავი ლაბრადორი მყავს სახლში, არაერთხელ გავმხდარვარ აგრესიის სამიზნე მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ტანის ძაღლი დამყავს ალიკაპის გარეშე"

"მეთოთხმეტე წელია შავი ლაბრადორი მყავს სახლში, არაერთხელ გავმხდარვარ აგრესიის სამიზნე მხოლოდ იმიტომ რომ დიდი ტანის ძაღლი დამყავს ალიკაპის გარეშე", - ამის შესახებ მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ...

გოგონა

1669626900

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 66-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა - ილია მეორეს ჯამში ნათლული 45 000 ბავშვი ჰყავს

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 66-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 965 ბავშვი გახდა. ილია მეორის ნათლული ჯამში 45 000 ბავშვია. სამების საკათედრო ტ...

სამებაში დღეს საყოველთაო ნათლობა გაიმართება