Ipsos-ის კვლევა: დასავლეთის ქვეყნების ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა დემოკრატიის დონით და შიშობს, რომ მომავალში მას უფრო დიდი საფრთხეები დაემუქრება
კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებულმა საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთის ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა დემოკრატიის დონით და შიშობს, რომ მომავალში მას უფრო დიდი საფრთხეები დაემუქრება.
მოსახლეობა საფრთხედ აღიქვამს დეზინფორმაციას, კორუფციას, ექსტრემიზმს და მთავრობის არასაკმარის ანგარიშვალდებულებას, თუმცა დემოკრატიის ძირითადი პრინციპების მხარდაჭერა მაინც მაღალ დონეზე რჩება.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის შვიდი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის 10 ათასმა ამომრჩეველმა.
Ipsos-ის მიხედვით, საფრანგეთში გამოკითხულთა 60% დემოკრატიის ხარისხით უკმაყოფილოა, ხოლო 19% - კმაყოფილი. აშშ-ში დემოკრატიის დონით უკმაყოფილოა 53%, ხოლო კმაყოფილია - 20%. გაერთიანებულ სამეფოში დემოკრატიის დონით უკმაყოფილოა 51%, ხოლო კმაყოფილია 26%. დასავლეთის ერთადერთი ქვეყანა, სადაც დემოკრატიის დონით კმაყოფილი ადამიანების რიცხვი უკმაყოფილოებს აჭარბებს, შვედეთია. იქ დემოკრატიით გამოკითხულთა 65%-ია კმაყოფილი, ხოლო 15% - უკმაყოფილო.
ამასთან, საფრანგეთში გამოკითხულთა 86% დემოკრატიის მომავალი მდგომარეობით შეშფოთებულია, ხოლო 11%-ს - არა. ესპანეთში 80%-ს დემოკრატიის მომავალი აშფოთებს, ხოლო 18%-ს - არა. პოლონეთში დემოკრატიის მომავალი 75%-ს აშფოთებს, ხოლო 22%-ს - არა. შვედეთში გამოკითხულთა 55% ფიქრობს, რომ დემოკრატიის მომავალი მდგომარეობა შემაშფოთებელი არ არის, ხოლო 41% ამბობს, რომ შემაშფოთებელია.
1763114237
ახალი ამბებიკახა კალაძე გახარიაზე: 20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შს მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს
„თუ შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოჰყვება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის...
1763112210
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინ...
1763109986
ახალი ამბებიარარატ მირზოიანი: სომხურ-ქართულ მეგობრობას შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩვენს ურთიერთობებს, სტრატეგიული პარტნიორობით უნდა მოხდეს ურთიერთდაკავშირებადობის გაღრმავება
სომხურ-ქართული ტრადიციული მეგობრობა დიდი კავშირების შესაძლებლობას გვაძლევს, რასაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩვენს ურთიერთობებს, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ქართველ...
1763107910
სპორტიშალვა პაპუაშვილი: ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო უწყება - ქართველ ხალხთან ხიდების გადება სურს, თუ დაწვა, რადგან იმ ელჩის პირობებში, ვინც მხარს უჭერს ექსტრემისტებს, სოლიდარობას უცხადებს ეკლესიის მლანძღველს, რთულია ხიდების აგება
ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სურს ქართველ ხალხთან ხიდების გადება, თუ დაწვა, რადგან ამ ელჩის პირობებში, რომელიც მასხარად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, მხარს უჭერს ექტრემისტებს, სოლი...
1763106518
ახალი ამბები„საგზაო დარღვევებზე ჯარიმები იზრდება“ - შს სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგ...































