ირაკლი ღარიბაშვილი: არ მაინტერესებს გაკოტრებული, ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები - ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს

"ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული პოლიტიკოსების, ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს, ხოლო ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება შესაბამისად.

„ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული პოლიტიკოსების, ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები, ნამდვილად არ მაინტერესებს.

მე ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს, ვინც გაბედა და კანონზე მაღლა დააყენა თავისი თავი, თქვენ ნახეთ ყველამ, როგორი ადგილი მივუჩინეთ, მათ შორის ვაჟბატონ მელიას და ყველას, იგივე პატიმარ სააკაშვილს.

ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება შესაბამისად.

დანარჩენი სპეკულაციები, გადაყვანა-გადმოყვანა, არ მაინტერესებს, პატიმარია, კეთილი ინებოს, მოიხადოს ბოლომდე სასჯელი.

საქართველოში ყოველგვარი საუბარი გადაყვანაზე და ა.შ. არის სრული სპეკულაციები, რა თქმა უნდა არაადეკვატურია ეს ყველაფერი, არავითარი საფუძველი არ არსებობს და ყველას მოგიწოდებთ, რომ შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, რაც არის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარებაზე ვიფიქროთ, შენებაზე ვიფიქროთ,“- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* ზელენსკი: უკრაინაში ომის დაწყებიდან 101 საავადმყოფო მთლიანად განადგურდა - დაანგრიეს სკოლები. რუსეთის სახელმწიფო ისეთ პირობებშია, რომ ნებისმიერი განათლება მხოლოდ ხელს უშლის

* "არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას" - იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნაზე 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1711542148

ახალი ამბები

ჩაქუჩი, ორი დანა და ამფეტამინი - ათენის სკოლაში თავდასხმის გამო 19 წლის ქართველს ბრალი წარუდგინეს

ათენში მომხდარი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 19 წლის ქართველი, რომელმაც სკოლის მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დაჭრა, უკვე დაკავებულია, თუმცა მან...

ზოგადი

1711534125

საზოგადოება

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ბიჭის მშობლები გახდებიან

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ბიჭს მშობლები გახდებიან. სასიხარულო ამბავი ხვიჩა კვარაცხელიამ ცოტა ხნის წინ თავად გააჟღერა.

ზოგადი

1711529850

ახალი ამბები

2 დაღუპული და 3 დაშავებული - უმძიმესი ავარია ლანჩხუთში

ლანჩხუთში, სოფელ ლესაში, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა – ინფორმაციას gurianews ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 26 მარტს მოხდა. მათივე ცნობით,  ერთმანეთს...

ოზურგეთი

1711525288

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი სანამ დასკვნებს გამოიტანთ, ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია კარგად შეისწავლოთ. ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა - მათი სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ....

ჰოროსკოპი

1711522200

ახალი ამბები

ჩვენ საქართველოსთან ერთად აღვნიშნავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება. „ჩვენ საქართველოსთან ერთად აღვნიშნავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! ვულოცავ ყველას და წარმა...

ზოგადი