ირაკლი ხელაძე: ქართველი ხალხის ვიზალიბერალიზაციას არასდროს გაცვლის ეროვნულობასა და პატრიოტიზმში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
ხელაძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ქართველი ხალხის შანტაჟის იარაღად მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის საკითხი დარჩა.
„რადიკალურ ოპოზიციას ერთადერთი შანტაჟის იარაღი დარჩა, რომ მუდმივად ქართველ ხალხზე განახორციელოს ზეწოლა ვიზალიბერალიზაციის საკითხით. კარგად გვახსოვს 2022 წლიდან მოყოლებული როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მუდმივად ცდილობდნენ ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე ხალხისა და ხელისუფლების დაშანტაჟებას. ჩვენ იქიდან წამოსულ თავდასხმებს თავი გავართვით, ახლა ერთადერთი რაც დარჩათ ეს არის ვიზალიბერალიზაციის საკითხი.
11 ივნისის შეხვედრა არის ტექნიკური ხასიათის, თუმცა აქ მოქმედ აგენტურას დავალება მიღებული აქვთ, რომ ამ თემისგან შექმნან ქარიშხალი, რომ ისევ საქართველოს მოქალაქეებზე მოახდინონ გავლენა. თუმცა ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის რა დგას მეორე მხარეს. დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია რას სთავაზობს ქართულ საზოგადოებას. ქართველი ხალხის ვიზალიბერალიზაციას არასდროს გაცვლის ეროვნულობასა და პატრიოტიზმში“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
1781010872
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6607 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6625 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1781008074
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებული სისასტიკით ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა...
1781007737
საზოგადოებათამარ იოსელიანი თურქმენეთის ელჩს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საქართველოში თურქმენეთის ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებ...
1781005181
ახალი ამბებისუს-ი: საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე თავისუფალია
საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმ...
1781004180
ახალი ამბებიალუდა ღუდუშაური: ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი ოჯახისა და პირადად მისი სიცოცხლის რისკის ფასად, გადაწყვიტა, ქვეყანას გვერდში დასდგომოდა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, სწორედ ბიძინა ივანიშვილია ის ადამიანი, რომელმაც, საკუთარი სიცოცხ...


























