ირაკლი კობახიძე - „ბი-ბი-სისთვის“ შეგნებულად იყო მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, შესაბამისად, ამას თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია

„ბი-ბი-სისთვის“ შეგნებულად იყო მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, შესაბამისად, ამას თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც კონკრეტული ტელევიზია შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ეს შესაძლებელია, სამართლებრივადაც შეფასდეს, როგორც მტრული საქმიანობა.

„როდესაც შენ ხელს უწყობ კონკრეტულ ორგანიზაციას, სახელმწიფოს საზიანო, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში, ეს შეიძლება იყოს შეფასებული კრიმინალად, თუმცა, მე არ ვარ ის სუბიექტი, რომელიც დანაშაულის კვალიფიკაციას ადგენს, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე, მაგრამ, ზოგადად, ყალბი ინფორმაციის მიწოდება, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს. ტელევიზიას მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს, კონკრეტული ნივთიერება იყო გამოყენებული.

ეს იყო შეგნებულად მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. შესაბამისად, ამას თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია. როდესაც კონკრეტული ტელევიზია შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ეს სამართლებრივადაც შესაძლებელია შეფასდეს, როგორც მტრული საქმიანობა. ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით თუ რაიმე სანქცია დაწესდება, ამას არანაირი ფასი არ ექნება. „ბი-ბი-სი“ ენდობა ჩახუნაშვილებს, ჩახუნაშვილების, ასევე კონკრეტული მოღალატე სპეცრაზმელების დონემდე დავიდა „ბი-ბი-სი“, რომლებიც ათას სიყალბეს ავრცელებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში და ეს იყო მორიგი სიყალბე და ამით საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია,“, - განაცხადა პრემიერმა.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764664224

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი თინა ხიდაშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე: ეს არის მორიგი ბოდვა

„ეს არის მორიგი ბოდვა“, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი თინა ხიდაშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს გაუგზავნა. „მ...

ლევან მაჭავარიანი

1764664070

საზოგადოება

თინა ხიდაშელმა სახელმწიფო დეპარტამენტს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ირანულ კომპანიებს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, თუმცა დოკუმენტში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის

მორიგი ბრალდება და ქვეყნის იმიჯის შელახვის მცდელობა - ასე ფასდება თინა ხიდაშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს გაუგზავნა. ხიდაშელი ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება...

საზოგადოება

1764663231

ახალი ამბები

შემდეგი სასწავლო წლიდან ტესტურ რეჟიმში, ყველა საჯარო სკოლაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმები სავალდებულოდ ბრუნდება

„შემდეგი სასწავლო წლიდან ტესტურ რეჟიმში, ყველა საჯარო სკოლაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები“, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლები...

სკოლის ფომა

1764663211

საზოგადოება

გეკა გელაძე: აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული

გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციების მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას, არის სრული აბსურდი. ეს სიცრუეა, - განუცხადა...

გეკა გელაძე

1764662300

ახალი ამბები

საჯარო სკოლების მე-12 კლასში სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი რეგისტრაცია ყოველი წლის მარტში გაიარონ

11-წლიანი სწავლება საკმარისი იქნება სრულფასოვანი ზოგადი განათლების მისაცემად, თუმცა მსურველებს შეეძლებათ მე-12 კლასში შესაბამისი რეგისტრაციის საფუძველზე ისწავლონ, - განაცხადა განათლების მინისტრმა, გივ...

კლასი