ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი, არავინ აღიქვამს მას სერიოზულად არც საკუთარ ქვეყანაში, მასზე დროს საერთოდ არ დავხარჯავდი
ჯო უილსონი არის სრულიად არასერიოზული კაცი ყველა თვალსაზრისით და მგონი, არავინ აღიქვამს მას სერიოზულად არც საკუთარ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს, გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან.
„ჯო უილსონი წარმოადგენს პრეზიდენტის პარტიას, რესპუბლიკურ პარტიას. იცით, რომ პრეზიდენტი ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს, გააღრმაოს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან. მას ცოტა ხნის წინ ჰქონდა ვიზიტი ჩინეთში, მეგობარს უწოდებს ჩინეთის პრეზიდენტს, ამ ფონზე როდესაც გამოდის ვიღაც ჯო უილსონი და საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთს აქვს ნეგატიური გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, სრულიად არასერიოზულია და რაიმე განსაკუთრებულ კომენტარს არ იმსახურებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1780991973
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები ტვირთად აწვება მოსახლეობას, შეგვიძლია, განვიხილოთ ვერსია ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით
ჩვენ დავაკვირდით დაახლოებით ერთი წლის მონაცემებს და ვნახეთ, რომ პირდაპირი კორელაცია გაზრდილ ჯარიმებსა და შემცირებულ სტატისტიკას შორის სამწუხაროდ, არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...
1780990986
ახალი ამბებიპრემიერი: ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა
ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან გარე ძალები და მათი ადგილობრივი აგენტურა, რომლებსაც საქართველოს ხელახლა მისაკუთრების სურვილი ამოძრავებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრო...
1780990229
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება
საქართველოს მთავრობა ქვეყნის მართვას ახორციელებს იმ კონსტიტუციური უფლებამოსილებისა და ძალაუფლების შესაბამისად, რომელიც მას საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-...
1780989654
ახალი ამბებიპრემიერი: ბიძინა ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია, ვერავინ მოიტანს ვერცერთ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან რაიმე პირადი სარგებელი მიიღო
ბატონ ბიძინა ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია. ვერავინ მოიტანს ვერცერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან რაიმე პირადი სარგებელ...
1780989543
ახალი ამბებიქუთაისში კორპუსის რეაბილიტაციისას ხარაჩოდან მუშა გადავარდა და დაიღუპა
ქუთაისში კორპუსის რეაბილიტაციისას ხარაჩოდან მუშა გადავარდა და დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, კაცი მესამე სართულზე განთავსებული, ხარაჩოდან გადავარდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ....


























