ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.

„ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, 6 აგვისტოს, შაბათს, 20:00 საათამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები (ვადის გაგრძელების შემთხვევაში, დამატებით გაცნობებთ):

ღაზას სექტორთან 80კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის: ნებადართულია ღონისძიებები და შეკრებები არა უმეტეს 10 ადამიანისა ღია სივრცეში და არა უმეტეს 50 ადამიანისა - დახურულ სივრცეში.

სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში და საზაფხულო ბანაკებში არ განხორციელდება.

სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრებია.

უსაფრთხოების იგივე ნორმები მოქმედებს ცენტრალურ და დასავლეთ ნეგევის მიმდებარედ მცხოვრებთათვის. განსხვავდება მხოლოდ დახურულ სივრცეში შეკრების პირობა: ნებადართულია 100 ადამიანი.

შეცვლილია აფრენის და დაფრენის გრაფიკი ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში.

საჯარო თავშესაფრები გახსნილია ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში - აშდოდი, შდეროთი, ბერშევა და ასევე, რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1659893483

საზოგადოება

იძებნება - კასპში 27 წლის ბიჭი გაუჩინარდა

კასპში 27 წლის ახალგაზრდას ეძებენ. სოფელ გომში მცხოვრებ ბექა რევაზიშვილს ოჯახის წევრები ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან და დახმარებას ითხოვენ. "27 წლის ბექა რევაზიშვილი გუშინ დაახლოებით, 13:00 საათზე გავი...

ზოგადი

1659893100

საქართველო

„მაშინ მსოფლიოს პუტინი უნდა შეეჩერებინა. გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ“ - ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავს სპეციალური განცხადებით ეხმიანება. ლიეტუა საქართველოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობას აღიარებს და აცხადებს, რომ...

ოკუპაცია

1659891660

საქართველო

„ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია“ - დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში

  "დღეს, 14 წლის თავზე, მწუხარებით ვიგონებთ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ საქართველოს ომში დაღუპულებს. გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭე...

ოკუპაცია

1659890100

ახალი ამბები

პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 8 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთსა და აჭ...

შემთხვევები

1659888600

ახალი ამბები

1801, 1921, 1992, 2008 - ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი "ტვიტერზე" განცხადებას ავრცელებს და წერს: „1801, 1921, 1992, 2008 - ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. ისინი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობ...

ზოგადი