კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - მისი მონაწილეობითა და გადაწყვეტილებებით მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურაა და ის შეტევა, რომელიც მის
წინააღმდეგ ხორციელდება, წლების განმავლობაში გრძელდება.
ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრის ბრიფინგთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქართულ სახელმწიფოზე შეტევა 2012 წლიდან დაიწყო.
„ქვეყანას რომ ებრძვიან, მე მგონი, ამას ხედავს საზოგადოება. ეს არ დაწყებულა გუშინ. 2012 წლიდან მოყოლებული მიდის პირდაპირი შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, ბიძინა ივანიშვილზე, მის ოჯახზე. გადახედეთ, რა განცხადებები კეთდება. თუნდაც სანქციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე, ტყუილზე იყო დაფუძნებული. შანტაჟი დღესაც გრძელდება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ჯერ დავიწყოთ 2012 წლის პირველი ოქტომბრით. ამ ადამიანმა გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. სრულიად საქართველო გაერთიანდა მის ირგვლივ და არჩევნებით დამარცხდა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში, ხალხმა დაინახა, რომ ეს არ იყო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“. ეს იყო ძალა, რომელიც
იმართებოდა გარედან, გარე აქტორების ჩართულობით, მათი უშუალო დავალებებით. თუ რაიმე სიბინძურე, საშინელება შეიძლება იკადროს ადამიანმა, ყველაფერი გააკეთეს და აკადრეს ქართველ ხალს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩართულობით დამარცხდა, რის შემდეგაც ქვეყანა დაუბრუნდა დემოკრატიული განვითარების გზას.
„ბიძინა ივანიშვილის ჩართულობით ჩვენ მშვიდობიანად დავამარცხეთ ეს ძალა. ხედავთ, რომ ქვეყნად დაუბრუნდა დემოკრატიული განვითარების გზას. ქვეყანაში დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ისე, როგორც
არასდროს, განმტკიცებულია სუვერენიტეტი, ვიცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას. ეს ცხადია, მარტივი არ არის. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ მარტივად ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდი შემოტევები და ზეწოლა მიდის, რომელიც დღესაც გრძელდება. ხედავთ, თუ რა ტიპის განცხადებები კეთდება სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან და როგორია შემოტევა, თუმცა დღეს საზოგადოებამ ისიც ძალიან კარგად იცის, რატომ აქვთ ამხელა ინტერესი, რა დგას ამ ყველაფრის უკან, რა მოწოდებები კეთდებოდა და რას გვეუბნებოდნენ კაბინეტებში. ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია იმაში, რომ მისი მონაწილეობით, გადაწყვეტილებებით მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩვენი ქვეყნის უახლეს
ისტორიაში“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კითხვაზე - რა არის მმართველი გუნდის წინააღმდეგ შეტევების მიზანი, კახა კალაძე პასუხობს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ, ქვეყანას თავად მართავდნენ და შემდეგ ის საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.
„მიზანი არის ის, რომ თავად მართავდნენ საქართველოს, შემდეგ კი ის გამოიყენონ სხვადასხვა ქმედებებში. პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა ომში ჩართულობასთან დაკავშირებით. იმ პოლიტიკას და საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ყველა პატარა სახელმწიფო გააგრძელებს, თუმცა ჩვენ ნუ გვექნება იმის ილუზია და მოლოდინი, რომ შემდეგ ვიღაცები გამოვლენ და ბოდიშს მოიხდიან იმ კრიტიკის გამო, რომელიც დღესსაქართველოსთან დაკავშირებით ხდება. ეს ასე არ მოხდება. უფრო მეტიც, მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ საქართველოს მსგავსმა პატარა ქვეყანამ, როგორ გაბედა და დაიცვა ღირსება, ქვეყნის სუვერენიტეტი ჩვენი პრინციპული პოზიციით. ეს არის მათთვის სერიოზული პრობლემა და გამოწვევა ვიდრე ის, რომ ომში ჩავრთულიყავით და მშვიდობიანი, უდანაშაულო ხალხი დაგვეხოცა. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1780997774
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: სუვერენულ საქართველოსთან, მის ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან შანტაჟისა და მუქარის ენა არ ჭრის
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს რეგიონულ პოლიტიკასა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე ისაუბრა. „სამხრეთ...
1780997200
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო არის საკმარისად ძლიერი, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში
სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში, როცა საქმე ეხება, მაგალითად, კრიპტომაინინგს და დაახლოებით 20 მლნ ლარის ელექტროენერგიას იპარა...
1780996284
ახალი ამბებიარჩილ ბერიძე: საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ არა მუდმივი დაძაბულობა, კატასტროფის პროგნოზები და ნეგატიური დღის წესრიგი, არამედ მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და შედეგი
„ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას გამუდმებით ესმოდა ერთი გზავნილი - თუ საქართველო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დაიცავდა, თუ არ დაემორჩილებოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ დღის წესრიგს და ურთიერთობე...
1780995786
საზოგადოებაჩინეთის საელჩო: ჩინეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ განაცხადეს
საქართველოში ჩინეთის საელჩოს ინფორმაციით, 9 ივნისს, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავი...
1780994534
საზოგადოებაპრემიერი: ბიძინა ივანიშვილმა წლებით აჩვენა გუნდსაც და მთლიანად ქვეყანასაც, რომ მის რჩევას აქვს განსაკუთრებული ფასი, სწორედ მისი პირადი კომპეტენციის შედეგია 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სწრაფი ეკონომიკური ზრდა
დიდი ხანია, გვესმის საუბარი ერთმმართველობაზე, ავტოკრატიაზე, ივანიშვილის რეჟიმზე, ეს ტერმინები გამოიყენება, თუმცა როცა ფაქტებით ვსაუბრობთ ამასთან დაკავშირებით, ვერაფერს გვიპირისპირებენ. მთავარია ფაქტებ...


























