კახა კალაძე: გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე - „თვალთხარიას“ - რაღაც ღირსება ხომ აქვს ნებისმიერ ადამიანს?

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების მთავარი საზრუნავი, გაერთიანების შემთხვევაშიც კი, საარჩევნო ბარიერის გადალახვა იქნება.
ამის შესახებ მან პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ „ლელო საქართველოსთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„არ ვიცი, რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მათი გაერთიანება. გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე - „თვალთხარიას“. რაღაც ღირსება ხომ აქვს ნებისმიერ ადამიანს, რაღაც ლოგიკა არსებობს, თუმცა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან გაერთიანდება. ყველა, აღებული ეს ოპოზიციური სპექტრი, გინდ გაერთიანდეს, გინდ დაშლილად იყვნენ წარმოდგენილი, ცალ-ცალკე პარტიებად, მათი მთავარი ამოსავალი წერტილი და საზრუნავი იქნება, როგორმე საარჩევნო ბარიერს მიუახლოვდნენ და ზოგიერთებმა ბარიერი გადალახონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1747549824
საზოგადოებაევროვიზია 2025-ის გამარჯვებული ავსტრია გახდა
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ავსტრიის წარმომადგენელი 25 წლის JJ გახდა, სიმღერით Wasted Love. მან 436 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა ავსტრია იქნება. საქარ...
1747548117
მსოფლიოდღეს რომის ახალი პაპის ინაუგურაცია გაიმართება
დღეს რომის ახალი პაპის, ლეო XIV ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება. ინაუგურაციის შემდეგ რომის პაპი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება. სააგენტოს ცნობით, ინაუგურაციიდან სამი დღის შედეგ...
1747512679
ახალი ამბები18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა - ამ დღის აღსანიშნავად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. 1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, 18 მაისს მთელს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს ეროვნული მუზეუმ...
1747508665
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე მარიამ ლაშხზე თავდასხმაზე: ამ ადამიანებს არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, არც საქართველოა მათთვის სამშობლო, არც რაიმე ღირებულებები გააჩნიათ
ამ ადამიანებს არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, არც საქართველოა მათთვის სამშობლო, არც რაიმე ღირებულებები გააჩნიათ - განუცხადა „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯ...
1747505531
ახალი ამბებითამარ ჩიბურდანიძე: მომავალი თაობა აუცილებლად დააფასებს დღევანდელ ბრძოლას ოჯახური ღირებულებებისა და ერის იდენტობის შესანარჩუნებლად
„საქართველომ მარტომ და პირველმა გაარღვია ღირებულებათა ბრძოლის ის ველი, სადაც მთელი ლიბერალური სამყარო კლავდა და ანადგურებდა ყოველგვარ სიწმინდეს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თა...