კახა კალაძე გახარიაზე: 20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შს მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს

„თუ შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოჰყვება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას დასაქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ხელისუფლებას ირჩევს ქვეყნის მოსახლეობა და ეს არ ხდება გარეშე პირების ჩარევის შედეგად.

„ამ ადამიანებს თავიანთი პატრონები ჰყავთ. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ისინი არ ეკუთვნიან ჩვენს ქვეყანას და არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები, ასრულებენ შესაბამის დავალებებს. ეს არაფერი კარგის მომტანი არაა, ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით.

პირველ რიგში, უნდა გქონდეს ხალხის მხარდაჭერა. თუ შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოჰყვება. ეს ვერ გაუაზრებიათ და ვერ გაუთავისებიათ, რომ საქართველოში ხელისუფლებას აირჩევს ქვეყნის მოსახლეობა და გარედან წამოსული დავალებებით არ განისაზღვრება, თუ ვინ უნდა იყოს მთავრობაში.

წლების წინ ეს ასე იყო, თუმცა დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა. ყველამ კეთილი უნდა ინებოს, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, პატივი სცეს ქართველ ხალხს, ჩვენს კონსტიტუციას და ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე უპასუხა შეკითხვას გიორგი გახარიას მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით.

მისივე განმარტებით, 2019 წლის 20 ივნისს გამართული აქციის დაშლის საქმეზე პასუხისმგებელი პირი სწორედ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო.

„პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს. როდესაც შენ ატარებ აქციის დაშლის ოპერაციას, ვინ არის პასუხისმგებელი პირი? ვინ გასცემს ბრძანებებს? რაც შეეხება სალხალხო დამცველის ანგარიშს, მაქსიმალური მცდელობა იყო, რომ თავიანთი აგენტი რაღაცნაირად შეენარჩუნებინათ, გადაერჩინათ, იგივე თუნდაც ვიცით, ვინ არის სახალხო დამცველი, რას წარმოადგენს, ვისგან ფინანსებოდა.

ჩვეულებრივი აგენტია, აგენტურას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ცდილობდნენ, რომ თავიანთი თანაგუნდელები გადაერჩინათ და ისე შეეფუთათ თემა, რომ გახარიას პასუხისმგებლობა არ ყოფილიყო. ძალიან ცუდია, რაც მოხდა. არსებობს ორი კონკრეტული საქმე, რაშიც პროკურატურა ბრალს სდებს გიორგი გახარიას. გამოძიება დაწყებულია და დაველოდოთ დეტალურ ინფორმაციას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763112210

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინ...

შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

1763109986

ახალი ამბები

არარატ მირზოიანი: სომხურ-ქართულ მეგობრობას შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩვენს ურთიერთობებს, სტრატეგიული პარტნიორობით უნდა მოხდეს ურთიერთდაკავშირებადობის გაღრმავება

სომხურ-ქართული ტრადიციული მეგობრობა დიდი კავშირების შესაძლებლობას გვაძლევს, რასაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩვენს ურთიერთობებს, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ქართველ...

არარატ მირზოიანი

1763107910

სპორტი

შალვა პაპუაშვილი: ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო უწყება - ქართველ ხალხთან ხიდების გადება სურს, თუ დაწვა, რადგან იმ ელჩის პირობებში, ვინც მხარს უჭერს ექსტრემისტებს, სოლიდარობას უცხადებს ეკლესიის მლანძღველს, რთულია ხიდების აგება

ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სურს ქართველ ხალხთან ხიდების გადება, თუ დაწვა, რადგან ამ ელჩის პირობებში, რომელიც მასხარად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, მხარს უჭერს ექტრემისტებს, სოლი...

შალვა პაპუაშვილი

1763106518

ახალი ამბები

„საგზაო დარღვევებზე ჯარიმები იზრდება“ - შს სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგ...

მოძრაობა

1763102076

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს

 ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და მათი უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო...

სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს