კახა კალაძე საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობას Tbilisi Art Fair-2026-ს ესტუმრა, რომელშიც თბილისის მერიის „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ მონაწილეობს.

კახა კალაძემ საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორ ლიკა ჭკუასელთან ერთად დაათვალიერა გამოფენა-ბაზრობა, რომელშიც, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური გალერეები და დამოუკიდებელი ხელოვანები მონაწილეობენ.

„თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის“ სტენდზე წარმოდგენილია ფონდის 2024–2026 წლების პროგრამის შეჯამება. კერძოდ, ასახულია როგორც შესრულებული პროექტები, ასევე მიმდინარე სიახლეები და ინიციატივები, რომლებიც 2026 წლის ბოლომდე განხორციელდება.

საჯარო ხელოვნების ფონდის პროექტების მენეჯერის ელენე კაპანაძის თქმით, ასეთ სახელოვნებო ღონისძიებაში მონაწილეობა ფონდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს არის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება სახელოვნებო კალენდარში. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა გალერეა, სხვადასხვა თაობის ხელოვანები, მათ შორის არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ხელოვანები. ვფიქრობ, „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდისთვის“ მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება“, - აღნიშნა ელენე კაპანაძემ.

ფონდის სტენდის ავტორია არქიტექტორი დავით ბროდსკი, ხოლო დიზაინი და ექსპოზიცია შთაგონებულია შოთა იათაშვილის ლექსით „დიაგონალი“.

საერთაშორისო ბაზრობა Tbilisi Art Fair-2026 დღეს დაიხურებ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779623043

ახალი ამბები

პროკურატურამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ბრალდებულმა,...

პროკურატურა

1779622790

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი კანდელაკის „კვლევაზე“: ეს არის პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა - ორგანიზებული, დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი

მორიგი ანტიქართული განცხადება და დაფინანსებული კამპანია, რომლითაც ცდილობენ, საქართველოს ზიანი მიაყენონ, - ასე აფასებს ქართული ოცნება, ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით, გამოცემულ სტა...

გიორგი ვოლსკი

1779621026

ახალი ამბები

ვარლამ ლიპარტელიანი: ქვემო ქართლში ძალიან მაგარი შეხვედრა გამოვიდა, ახალგაზრდებს მადლობა მინდა ვუთხრა ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის

„ძალიან მაგარი შეხვედრა გამოვიდა ქვემო ქართლში. ახალგაზრდებს მადლობა მინდა ვუთხრა ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტე...

ვარლამ ლიპარტელიანი

1779619173

მსოფლიო

პაკისტანში აფეთქება მოხდა - სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა. „ბიბისის“ ცნობით, აფეთქება ინციდენტი ქალაქ კვეტაში სარკინიგზო მაგისტრალზე მოხდა. მატარებელი ლიანდაგიდან გ...

პაკისტანში აფეთქება

1779618728

მსოფლიო

ფაშინიანი: საქართველოს გავლით თურქეთის რკინიგზა გახსნილია - მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს საქართველოსა და თურქეთში

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ აზერბაიჯანის რკინიგზის შემდეგ, საქართველოს გავლით თურქეთის რკინიგზაც გახსნილია სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი...

ნიკოლ ფაშინიანი