კახეთში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არარეგისტრირებული ყველის საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული მოკვლევის შედეგად, ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ფიზიკური პირი მ.გ. (მისამართი: დედოფლისწყარო, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია) ყველს რეალიზაციის მიზნით ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე აწარმოებდა. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხოლო ამოღებული სურსათი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდა.
გარდა ზემოაღნიშნული ფაქტისა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხელმეორედ შეუჩერდა საწარმოო პროცესი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში რძის გადამმუშავებელ არარეგისტრირებულ საწარმოს. ფიზიკური პირი თ.ბ., სააგენტოს მიერ წარმოების პროცესის შეჩერების მიუხედავად, თვითნებურად აგრძელებდა საქმიანობას (ყველის წარმოება), რისთვისაც მეწარმე, დარღვევის განმეორების გამო, 5000 ლარით დაჯარიმდა.
2025 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მაქსიმალურად გაააქტიურა რძისა და რძის გადამამუშავებელი წარმოებების კონტროლი. მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს. აქედან 20-მდე მეწარმემ სააგენტოს მიმართა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო საქმიანობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1762934659
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო თურქეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 11 ნოემბერს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო სამძიმარს უცხადებს თურქეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს. „შეძრწუნებულ...
1762934136
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი დღეს იმ გზაზე დგას, სადაც საბჭოთა მოსკოვი იყო, როდესაც დიალოგის ნაცვლად, არის კონფრონტაცია, საკუთარი დღის წესრიგის თავსმოხვევის სურვილია
რადიკალური ოპოზიცია, მათი უცხოელი მფარველების ხელში, გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგი იმ ჯგუფების სურვილის მიხედვით იყოს გატარებული, რომლებიც მათ აორგანიზებს, მფარველობს და აფ...
1762933729
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა, პირველად ჩვენს ისტორიაში, უკვე იქნება 100 მილიარდ ლარზე მეტი, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ბიუჯეტზეც ისახება
წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა, პირველად ჩვენს ისტორიაში, უკვე იქნება 100 მილიარდ ლარზე მეტი. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ბიუჯეტზეც ისახება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმ...
1762930659
ახალი ამბებისუსმა აღმოაჩინა იარაღის სამალავი, საიდანაც სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იარაღის სამალავი აღმოაჩინა, საიდანაც სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიო ავრცელებს. „...
1762930120
ახალი ამბებიქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმაისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. ადგილობრი...




























