კონსტანტინე გამსახურდია: გავლენის აგენტები ცდილობენ საქართველოში შექმნან სამოქალაქო ომის სიტუაცია, დაპირისპირება, შექმნან ისეთი გაუსაძლისი მდგომარეობა, როდესაც საზოგადოებაში დიალოგი ვერ ხერხდება
1918 წლის 26 მაისს ხორცი შეესხა ქართული საზოგადოების, ქართველი ერის საკრალურ ოცნებას, დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ამის გარდა რეალური ბრძოლის და მუშაობის დაწყებას ჭეშმარიტი სუვერენიტეტის მისაღწევად. გადაიდგა ნაბიჯები ერის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბრისას.
მისივე თქმით, დამოუკიდებელ საქართველოშიც გრძელდება გარე ძალებისგან შუღლის გაღვივების მცდელობა.
„გავლენის აგენტები ცდილობენ საქართველოში შექმნან სამოქალაქო ომის სიტუაცია, დაპირისპირება, შექმნან ისეთი გაუსაძლისი მდგომარეობა, როდესაც საზოგადოებაში დიალოგი ვერ ხერხდება, ხდება მუდმივი პოლარიზაცია და რადიკალიზაცია. ესეც არის საქართველოს სუვერენიტეტისადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესში. მათ სურთ პერმანენტული სამოქალაქო ომის სიტუაცია, პერმანენტული დაპირისპირება და პერმანენტული პოლარიზაცია“, - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.
1779644862
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ იმ ღირებულებებზე თქვა უარი, რისთვისაც ჩვენ გვინდოდა და გვინდა ევროკავშირის ნაწილად ყოფნა - იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპული საზოგადოების უმრავლესობა დაიბრუნებს ღირებულებებს
ევრობიუროკრატიამ იმ ღირებულებებზე თქვა უარი, რისთვისაც ჩვენ გვინდოდა და გვინდა ევროკავშირის ნაწილად ყოფნა. მე შეგნებულად არ ვამბობ, რომ ევროპამ თქვა უარი ღირებულებებზე, რადგან მისი სახე ნამდვილად არაა...
1779643710
ახალი ამბებინინო წილოსანი: საზოგადოება ხედავდა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოგვივარდებოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა, ეს არ იყო ვიღაც გულანთებული მოქალაქე, ეს იყო კარგად დაფინანსებული ან „ენჯეო“ ან პოლიტიკური აქტივისტი
„ეს იყვნენ გვარამიას მეთაურობით აგრესიულად დამუხტული „ტვ პირველის“ თუ „ფორმულას“ ჟურნალისტები და მათ გვერდზე, რა თქმა უნდა ის „ენჯეო“ სექტორი, რომელიც ერთ დროს გვეუბნებოდა, რომ ადამიანის უფლებებს იცავ...
1779641787
მსოფლიოზელენსკი: პუტინს სიტყვა „ვაშას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია, თუმცა მაინც აგრძელებს თავისი რაკეტებით საცხოვრებელი შენობების განადგურებას
24 მაისის ღამეს რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით იერიშს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ზელენსკის ინფორმაციით, რუსების იერიშის შედეგად 83 ადამიანი დაშავდა. „...
1779640192
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს რუსეთის მიერ თავისი ბაზრის შეზღუდვას სომხური პროდუქციისთვის. ანალიტიკოსის აზრით, ესაა პირდაპირი გზავნილი ერევნისთვის, რათა...
1779636905
ახალი ამბებილაშა დოლიძე: 26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში
26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის...































