ლევან მაჭავარიანი რადიკალურ ოპოზიციაზე: კაბინეტებში დადიან და ევრობიუროკრატებს ეხვეწებიან, რომ ჩვენს მოახლოებას ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს
„კაბინეტებში დადიან და ევრობიუროკრატებს ეხვეწებიან, ცდილობენ დაარწმუნონ, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენს მოსახლეობას შეუჩერდეს, რადგან ეს გამოიწვევს ისეთ მღელვარებას, რომ საქართველოში რევოლუცია მოხდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ევრობიუროკრატებს სურთ, „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ თავისი აგენტებით საქართველოში.
„ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე ძალიან ცხადია და ნათელია ის, რომ ეს ევრობიუროკრატიები, რომლებიც მთლიანად იმართებიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მხრიდან, იგივე „დიფ სთეითის“ მხრიდან, მათ, რა თქმა უნდა, სურთ, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ თავისი აგენტებით საქართველოში, იქიდან გამომდინარე რომ „ქართული ოცნება“ არ ასრულებს მათ დავალებებს.
ყველამ ვიცით მათი ხასიათი, ყველამ ვიცით მათი მავნებლური ზრახვები. იმისთვის, რომ ძალაუფლება მოიპოვონ, მათ ხალხი საერთოდ არ აინტერესებთ. დადიან კაბინეტებში და ევრობიუროკრატებს ეხვეწებიან და ცდილობენ დაარწმუნონ, ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს ჩვენს მოქალაქეებს, რადგან ეს გამოიწვევს ისეთ მღელვარებას, რომ საქართველოში რევოლუცია მოხდება “, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1762937329
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს - ცალსახად ვამბობთ პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ კომიტეტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე და უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქ...
1762935860
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საქმე საქმეზე რომ მიდგება, დონორი ხელს დაიბანს, რომელიღაც კუნძულზე ფეხს ფეხზე გადაიდებს და კოქტეილს დალევს. პასუხისმგებლობაში კი ის ადამიანები მოექცევიან, ვინც მიამიტური თვალებით უყურებენ ამ დონორებს
მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვიმატებენ ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელისთვის მათ აკრძალვასთან დაკავშირებით. მათ შორის, განცხადება, რომ გარედან მიღებული დავალებით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს - ამა...
1762935820
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი რაჟდენ კუპრაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე: ის, როგორც საქმიანობს ანტიკორუფციული ბიურო, ვფიქრობ, არის დამაკმაყოფილებელი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, კუპრაშვილის გ...
1762935289
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროპული ღირებულება არის დიალოგი და არა კონფრონტაცია, საუბარი და არა დირექტივები, სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი ამ ღირებულებებს აცდენილია
დღეს ბრიუსელი ღირებულებებს აცდენილია, რისი შედეგიც არის ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები, რიტორიკა, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ გვესმის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შ...
1762934659
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო თურქეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 11 ნოემბერს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო სამძიმარს უცხადებს თურქეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს. „შეძრწუნებულ...



























