ლევან მაჭავარიანი: ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტში აღმოჩნდა ევრო ბიუროკრატებთან, რომლებიც მოლოდინებს ამყარებენ ომთან დაკავშირებით, ჩნდება კითხვა, გაგრძელდება თუ არა აშშ-თან ისეთი პარტნიორობა, როგორიც მიგრაციის დაწყებამდე არსებობდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტში აღმოჩნდა ევროპელ ბიუროკრატებთან, რომლებიც არარეალურ მოლოდინებს ამყარებენ ომთან დაკავშირებით და ძირითადად გვხვდებიან იმ მთავრობაში, რომელიც სახელმწიფოს უმცირესობას წარმოადგენს.
მაჭავარიანის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში, სრულიად რეალურია, რომ რამდენიმე ათწლეულში გარკვეული NATO-ს წევრი ქვეყნები არაევროპული მოსახლეობისგან შემდგარ ქვეყნებად ჩამოყალიბდნენ.
„ვისაც, დაგაჯერეს, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოგონილია; ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია: კონტინენტურმა ევროპამ დაკარგა წილი გლობალურ მშპ-ში-1990 წელს 25 პროცენტიდან დღეს 14 პროცენტამდე შემცირდა. ევროპის წინაშე არსებული უფრო დიდი პრობლემები მოიცავს ევროკავშირის და სხვა ტრანსნაციონალური ორგანოების იმ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის პოლიტიკურ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს, მიგრაციის პოლიტიკას, რომელიც კონტინენტს ცვლის, ასევე თავისუფალი სიტყვის ცენზურას და პოლიტიკური ოპოზიციის დევნას, ყოველივე ეს ხელს უწყობს ეროვნული იდენტობისა და თავდაჯერების დაკარგვას. თუკი, ეს ტენდენცია გაგრძელდება ამ კონტინენტს 20 წელიწადში ვეღარ ვიცნობთ.
ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტში აღმოჩნდა ევროპელ ბიუროკრატებთან, რომლებიც არარეალურ მოლოდინებს ამყარებენ ომთან დაკავშირებით და ძირითადად გვხვდებიან იმ მთავრობაში, რომელიც სახელმწიფოს უმცირესობას წარმოადგენს. ეს ბიუროკრატები ოპოზიციის ჩახშობის მიზნით დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებსაც კი მიწასთან თელავენ. გრძელვადიან პერსპექტივაში, სრულიად რეალურია, რომ რამდენიმე ათწლეულში გარკვეული NATO-ს წევრი ქვეყნები არაევროპული მოსახლეობისგან შემდგარ ქვეყნებად ჩამოყალიბდნენ. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, გაგრძელდება, თუ არა აშშ-სთან ისეთივე პარტნიორობა, როგორიც მიგრაციის დაწყებამდე არსებობდა.
უკვე დროა, ცოტათი უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, - წერს ლევან მაჭავარიანი.
1765296905
ახალი ამბებილევან მახაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე: დიდმა ბრიტანეთმა უნდა გააკეთოს მკაფიო განმარტებები - ეს არის ელჩის თვითგანცხადებები, თუ ეს არის ჰიბრიდული პროცესის კიდევ ერთი ტალღა საქართველოს წინააღმდეგ
„გასული თვეების განმავლობაში დავინახეთ დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან არაერთი დეზინფორმაცია, არაერთი მანიპულაცია და მცდელობა საქართველოს ხელისუფლების შანტაჟის“, - განაცხადა „დღის ქრ...
1765295341
ახალი ამბებიპარლამენტმა „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით მხარი დაუჭირა „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებას. როგორც მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ...
1765293439
ახალი ამბებიდიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში BBC-ის ემიჯნება და აცხადებს, რომ მედიასაშუალება დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში BBC-ის ემიჯნება და აცხადებს, რომ აღნიშნული მედიასაშუალება დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან როგორც საოპერაციო, ასევე სარედაქციო საქმიანობის თვალსაზრისით. საელჩ...
1765290649
საზოგადოებალევან მახაშვილი: ბრიუსელი უნდა შეიცვალოს, უნდა დაუბრუნდეს ღირებულებებს, რის გამოც გვიყვარდა. ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საქართველოსთანაც, ამერიკასთანაც და სხვა აქტორებთანაც ცივილური ურთიერთობის აღდგენა
„სწორედ ეს ორგანიზაცია ახალისებდა მთელი ამ წლების განმავლობაში - ზოგჯერ დუმილით და ზოგჯერ აქტიური პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერით ძალადობას და რადიკალიზაციას. ამიტომ, მოლოდინი არ გვაქვს, რომ ისინი...
1765290091
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო იქნება
„პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო იქნება. ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც ბიუჯეტზე დადებითად აისახა, შესაძლებელი გახადა სწავლის დაფინანსების ეს...






























