მაია ბითაძე სააკაშვილის ციხეში დაბრუნებაზე: მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად კარგად გრძნობს თავს, იმდენად კარგად, რომ ერთი კვირის წინ დაგვემუქრა კიდეც ქართველებს, რომ საერთოდ გაგვყოფდა და ნაწილს გაგვაქრობდა

 პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ვივამედიდან“ რუსთავის ციხეში გადაყვანას ეხმაურება.

როგორც „ღამის კურიერის“ ეთერში მაია ბითაძემ განაცხადა, ეს გადაყვანა ეფუძნება ამ შემთხვევაში, იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ექიმებმა დადეს.

მისივე თქმით, კარგად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ხმაურიანი ადამიანის სამკურნალო დაწესებულებიდან ციხეში გადაყვანას ეხება, მიუხედავად იმისა, რომ ის აქამდეც ციხეში უნდა ყოფილიყო, ბუნებრივია, ეფუძნება ამ შემთხვევაში იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ექიმებმა დადეს, რის თაობაზეც ჩვენ ინფორმაცია მოვისმინეთ შესაბამისი უწყებიდან. შესაბამისად, ოდესღაც ხომ უნდა დამდგარიყო ეს დღე და დადგა. ჩვენ, გარდა სამედიცინო დასკვნებისა, ჩვენი თვალითაც კარგად ვხედავთ, რომ ის აშკარად განიკურნა ე.წ. დემენციისგან და ნამდვილად კარგად გრძნობს თავს. იმდენად კარგად გრძნობს, რომ ერთი კვირის წინ დაგვემუქრა კიდეც ქართველებს, რომ საერთოდ გაგვყოფდა და ნაწილს გაგვაქრობდა, გაათავისუფლებდა ჩვენს ქვეყანას იმ ადამიანებისგან, ვინც "ნაცები" არ ვართ. ასე, რომ ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ის ნამდვილად ჯანმრთელია. ჯანმრთელი იყო სავარაუდოდ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო და იმის გამო, რომ არ იყო სრულყოფილი სამედიცინო დასკვნა, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ეს პიროვნება სრულიად ჯანმრთელია, ამიტომ როდესაც გვაქვს ასეთი დასკვნა, იგი გადაყვანილი იქნა სწორედ იმ დაწესებულებაში, სადაც მისი ადგილია ყველა იმ განაჩენის მიხედვით, რაც დამდგარია მიხეილ სააკაშვილის მიმართ“, - აცხადებს მაია ბითაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762968193

ახალი ამბები

კახა კალაძემ მოქალაქეებთან ყოველკვირეული შეხვედრები დაიწყო

 დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებთან ყოველკვირეული შეხვედრები დაიწყო. დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, საუბარი ძირითადად...

კახა კალაძე

1762968093

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. როგორც გა...

მიხეილ სააკაშვილი

1762966692

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი გახარიაზე: რამდენჯერმე აქვს გამეორებული, რომ ყველა ბრძანება, მათ შორის რეზინის ტყვიების გასროლასთან დაკავშირებით იყო მისი გაცემული, საგამოძიებო კომისიაზე მან ეს უარყო და ძალიან ბინძურად ხელი შეაწმინდა პოლიციელებს

 „რამდენჯერმე აქვს გამეორებული, რომ ყველა ბრძანება, მათ შორის რეზინის ტყვიების გასროლასთან დაკავშირებით იყო მისი გაცემული“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომა...

ლევან მაჭავარიანი

1762964762

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით ამბიციური გეგმები გვაქვს

 პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს - მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 120 მილიონი ლარი დაიხარჯება და ბუნებრივია, ეს დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელ...

მიხეილ სარჯველაძე

1762961923

ახალი ამბები

საპატრიარქო არქიმანდრიტ ილიასთან (თოლორაია) დაკავშირებით მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნას აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო არქიმანდრიტ ილიასთან (თოლორაია) დაკავშირებით მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნას აქვეყნებს. „მიმდინარე წლის 5 ნოემბერს არქიმანდრიტი ილია (თოლორაია), დაბარებული გახლდათ...

ზოგადი