მარიამ ლაშხი: პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო იქნება
„პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო იქნება. ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც ბიუჯეტზე დადებითად აისახა, შესაძლებელი გახადა სწავლის დაფინანსების ეს უპრეცედენტო პროგრამა“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს.
მარიამ ლაშხის განცხადებით, ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა თუ სოციალური მდგომარეობისა, შესაძლებლობა ექნება ხარისხიანი უმაღლესი განათლება სრული სახელმწიფო დაფინანსებით მიიღოს. მისივე თქმით, სწორედ ეს არის სოციალური სამართლიანობის რეალური განხორციელება და კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფა.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რეფორმის მეორე მნიშვნელოვანი მიღწევა ის იქნება, რომ კვალიფიკაციების იდენტიფიცირება ქვეყნის რეალური საჭიროების მიხედვით განხორციელდება.
„დასრულდება დაუსაქმებელი დიპლომიანი სტუდენტების ეპოქა. დაფინანსდება დეფიციტური სპეციალობები, რომლებიც დასაქმებას და ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფენ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია, იმის ნაცვლად, რომ განათლების სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებას შეუერთდეს, არასწორი ინტერპრეტაციის გავრცელებით არის დაკავებული.
„ეს ანტიეროვნული პოზიციაა. გელათის აკადემიის ტრადიციის მქონე ქუთაისზე, უმთავრეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურულ კერაზეც კი დაისვა კითხვა, რატომ უნდა გახდეს მეორე საუნივერსიტეტო ქალაქიო. ჩემი რეკომენდაციაა, გახდეთ ამ ისტორიული რეფორმის ნაწილი და არ შეუშინდეთ ფსევდოლიბერალებისა თუ „ნაცების“ ბულინგს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
1765285162
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: გახარიას მოჰკითხეთ, რომლის გაცემული ბრძანებითაც სამწუხაროდ, ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია, ძალადობრივი აქციების დროს მათი წყლის ჭავლში გარევა ჩვეულებრივი პრაქტიკაა და...
1765283168
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი კერძო სე...
1765282617
საზოგადოებაპრემიერი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებაზე: კონკრეტული ევროპელები და ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და ამ დროს თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთთან
„თუ ავიღებთ ჩვენ რუსეთთან საგარეო ვაჭრობას და უკრაინისთვის გადარიცხულ თანხებს, რუსეთისთვის გადარიცხული თანხები აღემატება უკრაინისთვის გადარიცხულ თანხებს. რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი“, - გან...
1765281171
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ეს ნიშნავს საგარეო პოლიტიკაში ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარებას
„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეს ნიშნავს საგარეო პოლიტიკაში ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამ...
1765280876
საზოგადოებაპრემიერი: ხაბეიშვილი წავიდა რაღაც კონკრეტულ რისკზე, მას გაჰყვნენ ოპოზიციის სხვა ლიდერები და შემდეგ შუა გზაზე მიატოვეს. მის ადგილზე მეც ვიქნებოდი განაწყენებული საკუთარ ამხანაგებზე, თუმცა, მადლობა ღმერთს, ასეთი ამხანაგები მე არ მყავს
„მეც გავაკრიტიკებდი ხაბეიშვილის ადგილზე ოპოზიციას, იმიტომ რომ ხაბეიშვილი წავიდა რაღაც კონკრეტულ გეგმაზე, კონკრეტულ რისკზე, ამაში გაჰყვნენ მას ოპოზიციის სხვა ლიდერები და შემდეგ მიატოვეს შუა გზაზე“, - გ...


























