მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც აძლიერებენ ურთიერთდაკავშირებასა და მდგრადობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველო სანდო და პროაქტიული პარტნიორია მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შეთანხმების განხორციელებაში და მტკიცედ უჭერს მხარს აღნიშნული დერეფნის ხედვას, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპულ მწვანე შეთანხმებასა და სათბურის გაზების ემისიების შემცირების საერთო მიზნების მიღწევაში. ამ საკითხებზე მარიამ ქვრივიშვილმა „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში გაიმართა.

„საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა აქვს, ხელი შეუწყოს რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც აძლიერებენ ურთიერთდაკავშირებასა და მდგრადობას. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც მწვანე ენერგეტიკული დერეფნის თანამშრომლობის საფუძველი გახდა, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით აქტიურად გრძელდება. სრულმასშტაბიანი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის დასრულების შემდეგ, ამჟამად მიმდინარეობს მზადება ფსკერის დეტალური კვლევებისთვის - ეს არის გარდამტეხი ნაბიჯი, რომელიც გზას გაუხსნის განვითარების მომდევნო ფაზას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების მონაცემები გაზიარებული იქნება მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტისთვის მონაწილეებისთვის, რაც შექმნის სინერგიას და ამავდროულად, გააძლიერებს ტრანსრეგიონული მწვანე ენერგეტიკული ქსელის ფართო ხედვას.

მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მინისტერიალში, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას ასევე აღნიშნული ქვეყნების ელჩები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763128641

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 50 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეე...

პროკურატურა

1763128304

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ოპოზიციის წაკითხულ წერილზე: ცალ ფეხზე მდგომის ინსტრუქციები - ასე დავარქვი ამ მოცემულობას. ამ ადამიანებს განცხადების დაწერაც კი არ შეუძლიათ და არ ენდობიან

აი, რა სავალალო და სამარცხვინო მდგომარეობაში გაგდებს აგენტობა ადამიანს. მას შეიძლება გააჩნდეს საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს პასპორტი მაგრამ თავიდან ბოლომდე იმართებოდეს დავალებებით ქვეყნის ფარგლ...

დავით მათიკაშვილი

1763126761

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ნატოსთან საქართველოს ახლადდანიშნულ წარმომადგენელსა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნატოსთან საქართველოს ახლადდანიშნულ წარმომადგენელსა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმ...

მიხეილ ყაველაშვილი

1763126056

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7085 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7091 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარის კურსი

1763125334

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „X“-ზე ეხმაურება. „მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგარ...

ირაკლი კობახიძე