მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 291.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2025 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით გაიზარდა და 291.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ ფულადი გზავნილების ზრდა მეტწილად აშშ-დან და ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების მატებამ განაპირობა.
კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.3%-ით აღემატება 2024 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელს. გზავნილების მაქსიმალური წილი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45.1%-ს შეადგენს.
ევროკავშირის ქვეყნებიდან კვლავ აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთანავე, ზრდის ტენდენცია გრძელდება აშშ-დან გადმორიცხვების ნაწილშიც. კერძოდ, მარტში აშშ-დან გზავნილები წლიურად 21.7%-ით გაიზარდა და 55 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება რუსეთიდან ფულად გზავნილებს, კლების ტენდენცია გრძელდება. წლიურად 29.1%-ით შემცირდა და 37.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, 2025 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 32.1 მლნ აშშ დოლარი (89.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა.
1784025434
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...
1784024628
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა
ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...
1784021760
ახალი ამბებიკახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ
„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...
1784020536
ახალი ამბებიირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“
„ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუ...
1784020469
ახალი ამბებიირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ
ირაკლი რუხაძე პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო...































