მდინარე არაგვის ხიდზე მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (თბილისი–სენაკის მიმართულება) მიმდინარეობს დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთება.
„სამუშაოების გამო, 2025 წლის 2 დეკემბრიდან, 10 დღის განმავლობაში ხიდის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
ამასთან, ხიდის აღდგენის სამუშაოების დასრულებამდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ალტერნატიული გზებითაც. კერძოდ, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტს შეუძლია ისარგებლოს ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით.
აღსანიშნავია, რომ არსებული ხიდის პარალელურად უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.
მდინარე არაგვზე გადასასვლელი ხიდი 1973 წელს აშენდა, რომლის სავალი ნაწილი პერიოდულად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს. ხიდის სრული რეაბილიტაცია ალტერნატიული სამოძრაო გზის არარსებობის გამო, ვერ ხერხდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
1764669670
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში, ინდოეთის პარლამენტს ეწვია. საქართველოს დელეგაციას მიესალმნენ და პატივი მიაგეს ინდოეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატ...
1764668969
საზოგადოებაჩახუნაშვილი: ჩვენ ნივთიერება არ გვიკვლევია. სულ რომ ლეგალურად დაშვებული იარაღი გამოეყენებინათ, ცხადყოფს, რომ ნებისმიერი ტოქსიკური ნივთიერების ამ დოზით გამოყენება სადაც ბავშვები, ორსულები, მოხუცები არიან მრავლად, არ არის მიზანშეწონილი
„ჩვენ ნივთიერება არ გვიკვლევია“, - განაცხადა პედიატრმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას, მას შემდეგ რაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა მის მიერ ჩატარებულ...
1764667300
ახალი ამბებიგანათლების მინისტრი: 11-კლასიან სწავლებაზე 2027-2028 სასწავლო წლიდან გადავალთ - დღეს ვინც მეცხრე კლასში სწავლობს, მას მოუწევს მეთერთმეტე კლასის დამთავრება სკოლაში
11-კლასიან სწავლებაზე ჩვენ გადავალთ 2027-2028 სასწავლო წლიდან. დღეს ვინც მეცხრე კლასში სწავლობს, მას მოუწევს მეთერთმეტე კლასის დამთავრება სკოლაში,- განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქ...
1764667038
ახალი ამბებიხობის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე კაცი ემსხვერპლა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ხის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. მეზობლების თქმით, კაცი მარტო ცხოვრობდა. შემთხვევის...
1764666794
საზოგადოებაპრემიერი: სამხრეთის გაზის დერეფანთან დაკავშირებით ხელშეკრულება ძალაშია მომავალი წლის ბოლომდე, აზერბაიჯანულ მხარესთან მეგობრულ რეჟიმში გვექნება კონსულტაციები და იმედი გვაქვს, ორ ქვეყანას შორის სათანადო გარიგება შედგება
„სამხრეთის გაზის დერეფანთან დაკავშირებით ხელშეკრულება ძალაშია მომავალი წლის ბოლომდე“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართვე...


























