მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, კენიის, რუსეთის, ნიგერიის, ერაყის, კუბის, ლიბანის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომალის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 84 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780985292

ახალი ამბები

გამჭვირვალობის რეიტინგით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში 14-ე ადგილზეა და ევროპის საუკეთესო ათეულშია

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, გამჭვირვალობის მსოფლიო რეიტინგს აქვეყნებს. საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო და გამჭვირვალობით მსოფლიოში 14-ე პოზიციაზე გავ...

მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო ექვსი საფეხურით დაწინაურდა

1780982825

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი გან...

მაკა ბოჭორიშვილი

1780981792

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი სამმხრივ მინისტერიალთან დაკავშირებით: ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ შევაფასოთ ჩვენი სამმხრივი თანამშრომლობა, რაც მნიშვნელოვანია სამივე ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ ფართო რეგიონისთვის

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას სტამბოლში გამართული საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მე-10 სამმხრივი შეხვედრ...

მაკა ბოჭორიშვილი

1780981171

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, დღეს შემცირდა 17,5%-მდე, ეს ხომ დრამატული ვარდნაა, საქართველოში გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა

2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, ასწრებდა ამერიკასაც, დაახლოებით 16 მილიარდი იყო ევროკავშირის ეკონომიკა და დაახლოებით 15 მილიარდი იყო აშშ-ის ეკონომიკა და ევროკავშირი დარჩა ფაქტ...

ირაკლი კობახიძე:

1780980218

ახალი ამბები

პრემიერი: ჩვენი პოლიტიკის შედეგია 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, პირველი ხელისუფლება ვართ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია

ჩვენი პოლიტიკის შედეგია 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, პირველი ხელისუფლება ვართ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია, პირველ ადგილზე ვართ ბოლო 5 წელიწადში არათუ ფართო...

 ირაკლი კობახიძე