მიხეილ სარჯველაძე: პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით ამბიციური გეგმები გვაქვს

 პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს - მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 120 მილიონი ლარი დაიხარჯება და ბუნებრივია, ეს დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, უკვე დასრულდა პროგრამის საპილოტე ეტაპი. მისი განცხადებით, მიღებული მონაცემების დამუშავებისა და შეჯამებისთანავე რეფორმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება.

„მომდევნო წლის დასაწყისიდან გვექნება შესაძლებლობა, თითოეულ მოქალაქეს, ქვეყნის მასშტაბით, ძალიან მაღალი დონის, შედეგზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის სერვისები შევთავაზოთ. მაქსიმალური ეფექტურობისთვის, რეფორმა გულისხმობს ამ რგოლში დასაქმებული ექიმებისა და ექთნებისთვის ანაზღაურების ზრდას, გარკვეულ ფინანსურ წამახალისებელ მექანიზმებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ რეფორმის მთავარ მიზანზე, ძლიერი პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს არის რგოლი, სადაც პაციენტი, პირველ, ყველაზე საჭირო რჩევებს იღებს.

„ქვეყანაში ფუნქციონირების 1004 დაწესებულება, რომ მოქალაქეებმა სწრაფად მიიღონ ყველაზე საჭირო, სამედიცინო პირველადი რჩევები. 1500-ზე მეტი მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმი მუშაობს იმისთვის, რომ პაციენტებმა მიიღონ რეკომენდაცია სკრინინგის შესახებ, ასევე - რჩევები, როგორ აირიდონ თავიდან გადამდები თუ არაგადამდები დაავადებები, რომელ ექიმს მიმართონ, ან როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია.

ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ რგოლის ეფექტიანობის გაზრდა, რადგან პირველადი ჯანდაცვის რეფორმის წარმატება ნიშნავს, მოქალაქისა და სახელმწიფოსთვის უამრავი თანხის დაზოგვას, თუმცა, პირველ რიგში, ეს ნიშნავს თითოეული პაციენტის კეთილდღეობას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762959534

საზოგადოება

პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილა

პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილა. ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გააცნო. მინ...

 საქართველოს პარლამენტი

1762958015

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს, როდესაც გლობალური უსაფრთხოების სისტემა რთულ გამოცდას გადის, მხოლოდ გონიერებით, სიმტკიცით და სიფრთხილით შეიძლება საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების გამკლავება

„დღეს, როდესაც გლობალური უსაფრთხოების სისტემა რთულ გამოცდას გადის, საერთაშორისო ურთიერთობები სწრაფად იცვლება, მხოლოდ გონიერებით, სიმტკიცით და სიფრთხილით შეიძლება საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების...

მაკა ბოჭორიშვილი

1762957860

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: არ არსებობს არცერთი მაჩვენებელი, რომელზედაც შევთანხმდით ჩვენ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დროს, რომელსაც ვარღვევთ ან მნიშვნელოვნად ვარღვევთ

არ არსებობს არცერთი მაჩვენებელი, რომელზეც შევთანხმდით ჩვენ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დროს, რომელსაც ჩვენ ვარღვევთ ან მნიშვნელოვნად ვარღვევთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქ...

გიორგი ვოლსკი

1762957811

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: არც არასდროს შეწყვეტილა, არც ახლაა შეწყვეტილი და არც მომავალში შეწყდება ბავშვების ინსულინით უზრუნველყოფა

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს მენეჯმენტის პრობლემა არ ყოფილა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ინსულინთან დაკავშირებით განვითარე...

მიხეილ სარჯველაძე

1762957393

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე: კარგი პირი უჩანს რეფორმის სრული მასშტაბით დაწყებას - ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ძალიან მაღალი დონის და შედეგზე ორიენტირებული სერვისები შევთავაზოთ მოქალაქეებს

პირველადი ჯანდაცვის რგოლი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მაღალტექნოლოგიური კვლევა ან მაღალტექნოლოგიური ოპერაცია, ეს არის ყველაზე მეტად საჭირო და პირველივე საჭიროებისას მიცემული რჩევა მოქალაქისთვის,...

მიხეილ სარჯველაძე