მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო სომხეთის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2024 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, მტკიცე მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია და გზას უხსნის უფრო ღრმა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას ყველა სფეროში. ასევე ხაზი გაესვა, რომ მსოფლიოში არსებული დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას აგრძელებენ.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო უპირობოდ მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებას.

„იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, სომხეთი და აზერბაიჯანი საბოლოოდ მოაწერენ ხელს სამშვიდობო შეთანხმებას, რითაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა სამხრეთ კავკასიის პოზიტიური განვითარების დინამიკა და რეგიონის მიმზიდველობა. საქართველო განუხრელად უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესს და მზად არის განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა საჭიროების შესაბამისად“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო უპირობოდ უჭერს მხარს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763126056

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7085 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7091 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარის კურსი

1763125334

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „X“-ზე ეხმაურება. „მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგარ...

ირაკლი კობახიძე

1763122360

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ყველა დეტალი, ტექსტი, მძიმე, წერტილი, რა უნდა გააკეთონ, რა არ უნდა გააკეთონ, რა უნდა ჩაიცვან და არ ჩაიცვან, თანხმდება თავიანთ პატრონებთან

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე საუბრისას აცხადებს, რომ  ოპოზიცია ყველა დეტალს შიდა და გარე პატრონებს უთანხმებს. „ეს ადამიანები არ მოქმედებენ ავტონომიურად და მი...

ლევან მახაშვილი

1763121837

ახალი ამბები

თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს

დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, კონსტრუქციები და მანათობელი ბაგირები ბორის პაიჭაძის ქუჩასა და გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოეწყო. დიღმის მასივში მი...

საახალწლო განათებების მონტაჟი

1763117911

ახალი ამბები

კახა კალაძე Ipsos-ის კვლევაზე: სამწუხარო რეალობამდე არის მისული ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან მძიმეა და პირველ რიგში, დამაზიანებელია ევროკავშირისთვის

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე, გამოეხმაურა Ipsos-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც, დასავლელი ამომრჩევლების თითქმის ნახევარი დემოკრატიის ხარისხით უკმაყოფილოა. კალაძის შე...

კახა კალაძე