ნათია თურნავა: საქართველოს ბანკის ლარის ევრობონდების ემისია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო ინვესტორთა მზარდ ნდობას საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა დადებითად აფასებს საქართველოს ბანკის მიერ 450 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ევრობონდების წარმატებით გამოშვებას საერთაშორისო ბაზარზე.
„ლარის ევრობონდების ემისია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო ინვესტორთა მზარდ ნდობას საქართველოს ეკონომიკის და საბანკო სექტორის მიმართ განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რეგიონის გეოპოლიტიკური ვითარება გამოწვევებითა და გაურკვევლობებით ხასიათდება“, - აღნიშნა სების პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ლარში დენომინირებული ევრობონდების გამოშვება ქვეყნის ფინანსური სექტორის მდგრადობისა და გრძელვადიანი სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„გვჯერა, რომ ლარის ევრობონდების ემისია კარგი მაგალითი იქნება სხვა ქართული ბანკებისა და კომპანიებისთვის საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვის კუთხით“, - დასძინა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ტრანზაქცია კვლავაც ადასტურებს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში ინვესტირების გაზრდილ საერთაშორისო ინტერესს, რაც უნდა აღინიშნოს, რომ სების მიერ გატარებული სწორი მონეტარული პოლიტიკისა და თანმიმდევრული დედოლარიზაციის პოლიტიკის შედეგია.
საქართველოს ბანკმა 450 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ევრობონდები გამოუშვა. ტრანზაქციის მენეჯერები არიან ისეთი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები როგორიცაა - Citigroup; J.P. Morgan. BCP Securities, Oppenheimer Europe, Société Générale და „გალტ & თაგარტი“. ევრობონდები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება და Moody's Investors Service Ltd-ისგან Ba2 რეიტინგს მიიღებს.
1762953442
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია ჰერჩინსკის განცხადებაზე: გავმართოთ საჯარო დისკუსია და მიიღოს ელჩმაც მონაწილეობა, თუ რა პარამეტრებით გვისწრებენ მოლდოვა და უკრაინა წინ, მაგრამ არ მგონია, ამ ყველაფერზე თანხმობა მისცენ დამკვეთებმა
გიორგი გამსახურდია, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების გზაზე, უკრაინაც და მოლდოვაც გაცილებით წინ არიან საქართველოზე, X-ზე ეხმიანება. მისი...
1762953333
მსოფლიოერდოღანის განცხადებით, საქართველოში ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოვარდნილი C-130 ტიპის თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის შავი ყუთი მაშველებმა იპოვეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელ...
1762953027
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7059 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7064 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1762952286
ახალი ამბებილაშა ხუციშვილი: 2026 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით - 4.1 მლრდ ლარამდე, კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე 1 050,0 მლნ ლარზე მეტი მიიმართება
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გათვალისწინებულია 4.1 მლრდ ლარამდე, რომლის ფარგლებშიც: ⭕ საჯარო სკოლების დაფინანსებაზ...
1762948948
ახალი ამბებისაახალწლო განათებების მონტაჟის გამო კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისში საახალწლო ილუმინაციების მოწყობა მიმდინარეობს. დაგეგმილი სამონტაჟო სამუშაოების გამო, მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე 13 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით...


























