ნიკა გვარამია: ვუშვებ, რომ მე და მელია ერთად აღარ ვიყოთ
პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ისინი ერთ პოლიტიკურ გუნდში აღარ იყვნენ.
როგორც გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, არაფერი აძლევს ამის თქმის წინაპირობას, თუმცა, პოლიტიკა სწრაფად განვითარებადია და ამიტომ ყველაფერს უშვებს, მათ შორის იმასაც, რომ მელია მისი თანაგუნდელი აღარ იყოს.
„არაფერი მაძლევს იმის თქმის წინაპირობას, რომ ეს ასე არ იქნება. დაშვებით ყველაფერს ვუშვებ, რა თქმა უნდა. ძალიან სწრაფად განვითარებადია პოლიტიკა, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან განსხვავებული კონფიგურაციაა ახლა პოლიტიკაში და ეს ცხადია, გემოვნების საკითხებამდეც დავიდა.
ბუნებრივია, რომ აქამდე დავიდა, მაგრამ, იმაში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ მე ამ კაცს არ დავკარგავ ემოციურად, იმას არ ვაკადრებ არასდროს, რაც წავიკითხე ამ დღეებში, მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა თუ თავმჯდომარე რომ იყო, მასთან ერთად მომუშავეებმა დაწერეს - ეს რომ არ მოხდება, რომც გავიყოთ ჩემს მხარეს ვინც იქნება რომ ამას არ დაწერს ნიკა მელიაზე და მის მხარეს რომ იქნება ამას არ დაწერს ჩემზე - ეს დანამდვილებით ვიცი. რომ არ დაგიმალოთ, ყველაზე უფრო ღირებული არის ეს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
1781027872
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე გლობალური ფონდის რეგიონული პროგრამების დირექტორ დუმიტრუ ლატიჩევსკის შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გლობალური ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის პროგრამების დირექტორს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ და დუმიტრუ ლატიჩევსკიმ მიმდინარე თანამშრომლობის...
1781026684
ახალი ამბებიპროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებუ...
1781026053
ახალი ამბებისომხეთში გაგიკ ცარუკიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - პარტია „აყვავებული სომხეთის” თავმჯდომარეს ქვეყნის დატოვება აეკრძალა
გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით სომხეთში გაგიკ ცარუკიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას „არმენპრესი“ სომხეთის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინე...
1781023664
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე - ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ძალაა, ურთიერთობის გასაღრმავებლად ნაბიჯებს მხოლოდ მივესალმებით
„ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი და წამყვანი ძალაა. ამ ქვეყანასთან ურთიერთობა საკმაოდ დინამიკურად ვითარდება. დღევანდელი განცხადება ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესისა, რომელიც უკვე დაძრულია“, – ამის შ...
1781022103
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ჯო უილსონს საქართველოსთან მიმართებით გარკვეული ინტერესები აქვს, კონგრესი აქტში მოყვანილ საკითხებზე დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება
„ჯო უილსონს საქართველოსთან მიმართებით გარკვეული ინტერესები აქვს, რომლებიც წლებია, მას მოჰყვება. შეიძლება, თავისი ხედვებიც აქვს, მაგრამ ამაში ეჭვი გვეპარება და საფუძველიც გვაქვს. კონგრესი აქტში მოყვანი...































