ნიკოლოზ სამხარაძე: ვერსად წაიკითხავთ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, ეუთოს გენერალურმა მდივანმა შარშან განაცხადა, რომ ოპოზიციამ ძალიან დააშავა, ვერ გაამართლეს ამომრჩევლის ნდობა და არ შევიდნენ პარლამენტში, რაც იყო დიდი დანაშაული

„ვერსად თქვენ ვერ წაიკითხავთ ვერც ერთ დოკუმენტში, ვერც ეუთოსი და ვერც სხვა დოკუმენტში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს ეუთოში, არაერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მისივე შეფასებით, არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ არის ნათქვამი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეუთოს გენერალურმა მდივანმა ოპოზიციის მიერ პარლამენტში არშესვლა გააკრიტიკა და ეს გადაწყვეტილება ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობის შეუსრულებლობად შეაფასა.

„მე ვარ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ეუთოში და არჩევნები არ ჩატარებულა ეუთოს სივრცეში, რომელზეც მე დამკვირვებლად არ ვყოფილიყავი წარგზავნილი და მათ შორის მისიის ხელმძღვანელიც ვიყავი, არც ერთ დოკუმენტში მე არ წამიკითხავს, რომ ეუთოს ეთქვა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. პირიქით, ეუთოს გენერალურმა მდივანმა, შარშან, პორტუში, როდესაც ის ესწრებოდა ყოველწლიურ სესიას, განაცხადა, რომ ოპოზიციამ ძალიან დააშავა, იმიტომ, რომ მათ ვერ გაამართლეს ამომრჩევლის ნდობა და არ შევიდნენ პარლამენტში მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ 61 მანდატი და ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.

სხვათა შორის იგივე გაუმეორა ამ ჩვენს დიდებულ ოპოზიციას ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციამ, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩამოსული საქართველოში. ამიტომ, ვერსად თქვენ ვერ წაიკითხავთ ვერც ერთ დოკუმენტში, ვერც ეუთოსი და ვერც სხვა დოკუმენტში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, ასეთი რამ უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781000778

საზოგადოება

მახაშვილი: საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას გვერდით, რომელმაც კრიტიკულ მომენტებში, საკუთარი სიცოცხლის, ოჯახის რისკის ფასად მიიღო საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებები

საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას გვერდით, როგორც შეუძლია ერთ რიგით ადამიანს და რომელმაც კრიტიკულ მომენტებ...

ლევან მახაშვილი

1781000063

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურ...

პროკურატურა

1780999337

ახალი ამბები

გრეტა წიწავა: ალიანსად წოდებული რადიკალური ოპოზიციის მორიგი თავყრილობა, ვფიქრობ, მალე დაიშლება

„ალიანსად“ წოდებული რადიკალური ოპოზიციის მორიგი თავყრილობა, ვფიქრობ, მალე დაიშლება, თუმცა გავა ჟამი და ისევ შემოსძახებენ და მოუწოდებენ მათი გარე პატრონები გაერთიანებისკენ და ჩვენც ვიხილავთ მორიგ ჯერზე...

გრეტა წიწავა

1780999173

საზოგადოება

ვახტანგ ცინცაძე: წელს I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 47.7%-ით გაიზარდა, რაც ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოზე მეტყველებს ც

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის პოზიტიური ტენდენციები ქვეყანაში არსებულ ჯან...

ვახტანგ ცინცაძე

1780998100

ახალი ამბები

რიმა ბერაძე ოპოზიციაზე: მათ ვერ მოიპოვეს მთავარი - ხალხის ნდობა და პატივისცემა იმიტომ, რომ არ უყვართ საკუთარი ერი და ქვეყანა

„ბოლო კვირებია, ხელოვნურად გაერთიანებულ ოპოზიციაში ჩვეული დაპირისპირებების მომსწრენი ვართ. ბევრჯერ გვინახავს, ფანჩატურებში გაერთიანებულები საჯაროდ როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ახლაც იგივე სურათი...

რიმა ბერაძე