ნინო წილოსანი BBC-ის სტატიაზე: თავად ერთ-ერთი ჩვენების მიმცემი ჩახუნაშვილი ამბობს, რომ მას არანაირი სამედიცინო კვლევა ამასთან დაკავშირებით არ გააჩნია
თავად ერთ-ერთი ჩვენების მიმცემი ჩახუნაშვილი ამბობს, რომ მას არანაირი სამედიცინო კვლევა ამასთან დაკავშირებით არ გააჩნია,- განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ბრიტანული მედიასაშუალება, რომელიც არასდროს, არანაირი სწორი ფორმით არ ეხმაურება საქართველოში გადატრიალების მცდელობებს, პირდაპირ გვევლინება მხარედ.
„ბრიტანული მედიასაშუალება, რომელიც არასდროს, არანაირი სწორი ფორმით არ ეხმაურება საქართველოში გადატრიალების მცდელობებს, პირდაპირ გვევლინება მხარედ. მხარედ, რომელსაც შეუძლია აბსურდული ბრალდება გააკეთოს და რაც მთავარია, დაეყრდნოს მხოლოდ რამდენიმე ადამიანის, ძირითადად ამ დემონსტრანტების შეგრძნებებს, მათ აცრემლებულ სახეებს. თავად ერთ-ერთი ჩვენების მიმცემი ჩახუნაშვილი ამბობს, რომ მას არანაირი სამედიცინო კვლევა ამასთან დაკავშირებით არ გააჩნია. ეს არის სტანდარტი, რომელ დონემდეც სამწუხაროდ ასეთი სოლიდური და ერთ დროს მაღალრეპუტაციული მედიასაშუალება დავიდა“, - აღნიშნა წილოსანმა.
BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
1764660865
ახალი ამბებისაჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება
„განათლების რეფორმის მიხედვით, საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება“, - განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე. მისივე თქმით, მოსწა...
1764660270
საზოგადოებაპრემიერი: განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ზოგადი განათლების რეფორმას, რომელიც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში
ზოგადი განათლების რეფორმის გარეშე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება არის შეუძლებელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაცია...
1764659674
საზოგადოებანანა ჟორჟოლიანი: ფონდიდან 480 000 ლარის ( 2 400 000 ერთეული ) პირბადე შევიძინეთ
ოპოზიციონერი ჟურნალისტი ნანა ჟორჟოლიანი პოსტს აქვეყნებს, სადაც „ნანუკას ფონდის“ დაყადაღების მიზეზად, პირბადეების შეძენას ასახელებს. მისი გამოთვლით, მან პირბადეების შეძენაში ფონდიდან 480 000 ლარი დახარ...
1764659139
ახალი ამბებისაარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა „დეზინფორმაციის რეესტრი“ შექმნა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა „დეზინფორმაციის რეესტრი“ შექმნა. პლატფორმა საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოებაში ნდობის განმტკიცების ხელშეწყობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერებ...
1764658839
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია ფიქსირდება
საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია ფიქსირდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული მეტეოროლოგიურმა პროცესებმა გან...


























