ნინო წილოსანი: საზოგადოება ხედავდა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოგვივარდებოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა, ეს არ იყო ვიღაც გულანთებული მოქალაქე, ეს იყო კარგად დაფინანსებული ან „ენჯეო“ ან პოლიტიკური აქტივისტი

„ეს იყვნენ გვარამიას მეთაურობით აგრესიულად დამუხტული „ტვ პირველის“ თუ „ფორმულას“ ჟურნალისტები და მათ გვერდზე, რა თქმა უნდა ის „ენჯეო“ სექტორი, რომელიც ერთ დროს გვეუბნებოდა, რომ ადამიანის უფლებებს იცავდნენ, იცავდნენ ქალების და ბავშვების უფლებებს. უცებ მათ ჩამოიხსნეს ნიღბები და ეს ვითომ ადამიანის უფლებების დამცველები, ადამიანის უფლებებზე პირველი თავდამსხმელები აღმოჩნდნენ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის გაკონტროლებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიტიკოსებს, წლების მანძილზე სპეციალურად ტრენინგდებოდნენ, თუ როგორ შეელახათ მოხერხებულად ადამიანის ღირსება.

„ჩვენი საზოგადოება ხედავდა ტელევიზიით და სოციალური ქსელებით ყველა იმ ადამიანს, ვინც მოგვივარდებოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა. შემდგომში დეტალურად ვიკვლევდით და ვააშკარავებდით, რომ ეს არ იყო ვიღაც გულანთებული მოქალაქე, ეს იყო კარგად დაფინანსებული ან „ენჯეო“ აქტივისტი, ან პოლიტიკური აქტივისტი და ხშირ შემთხვევაში ორივე ერთი და იგივე ადამიანი იყო.

ეს ადამიანები წლების მანძილზე სპეციალურად ტრენინგდებოდნენ, თუ როგორ შეელახათ მოხერხებულად ადამიანის ღირსება, როგორ დაემცირებინათ ეფექტურად ადამიანი და როგორ გაეხადათ ეს პროცესი არაჰუმანური“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე ისაუბრა საქართველოში მიღებულ გამჭვირვალობის კანონსა და მის გავლენაზე სიძულვილის ენის კამპანიასთან მიმართებით.

„ჩვენ ვხედავდით ჩვენს მიერ მიღებული კანონის შესაბამისად ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნები როგორ იღებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონებს და როგორ აღიარებენ, რომ უცხოური ჩარევა მათ რეალობაშიც არის სინამდვილე. ჩვენ ამ კანონის მიღებით დავიწყეთ საკვანძოდ მნიშვნელოვანი პროცესი, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის ბედს წყვეტს ქართველი ხალხი და არავითარ შემთხვევაში გარედან დაფინანსებული აგენტურა. ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანის ღირსება, რომელიც კონსტიტუციით არის დაცული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული, აბსოლუტური და ფუნდამენტური უფლება უნდა იქნეს დაცული სახელმწიფოს მხრიდან “, - განმარტა წილოსანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779631642

ახალი ამბები

ლაშა ბერულავა: გიორგი კარბელაშვილი ისევ ენმ-ს წარმოადგენს? თუ კი, სამარცხვინოა იმ ინციდენტის გამო, სადაც ტაქსის მძღოლს ძველბიჭური გარჩევები მოუწყო არაფრის გამო, ბოლოს კი მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა პარლამენტის ყოფილ წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კარბელაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან ტაქსის მძღოლს „ძველბიჭური გარჩევები მოუწყო არაფრის გამო, ბოლოს კი მიაძახა...

ლაშა ბერულავა

1779630275

ახალი ამბები

უფალმა ჩვენ გვიანდერძა, გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ მისგან ბოძებული ერთობა, გვმართებს ვიღვაწოთ, ვიშრომოთ და ვილოცოთ ამ ერთობის შენარჩუნებისთვის - შიო III

სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლიტურგია აღავლინა და ზიარების მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც შიო III-მ აღნიშნა, წმინდა საიდუმლოს მიღებით, ადამიანი ქრისტეს ერთიანი სხეული წევ...

ათოლიკოს-პატრიარქ შიო III

1779626844

ახალი ამბები

კახა კალაძე საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობას Tbilisi Art Fair-2026-ს ესტუმრა, რომელშიც თბილისის მერიის „თბილისის საჯარო ხელოვნების...

კახა კალაძე

1779625828

ახალი ამბები

ავარია მარნეულის მუნიციპალიტეტში - დაიღუპა ერთი ადამიანი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წოფში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. როგორც შინაგან საქმეთა...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1779624257

ახალი ამბები

ნუგო შოშიაშვილი: რეგიონულმა კონფერენციებმა დაგვანახა, რომ ეს და მსგავსი ღონისძიებები არის უალტერნატივო საშუალება ახალგაზრდებს შორის დისკუსიის აღდგენის და განსხვავებული აზრების გაცვლა-გამოცვლის

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა ნუგო შოშიაშვილმა რუსთავში, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეშვიდე კონფერენცია იმართება, შეხვედრების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. მისი...

ნუგო შოშიაშვილი