პაატა კვიჟინაძე: სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის შეფასებებით, ყველა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი წესრიგშია
„ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის ვალი. ევროკომისიის ბოლო ანგარიშით, თუ შევადარებთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, 2025 წელს საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ირლანდიის შემდეგ, მეორე ადგილზეა, 2026 წლის პროგნოზით კი - პირველზე. ასევე, პირველ ადგილზეა კანდიდატ ქვეყნებს შორის. თუ შევადარებთ ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირით, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის მე-6, ხოლო კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. ასევე, მთავრობის ვალის სიმცირით საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის მე-7 და კანდიდატ ქვეყნებში მე-3 ადგილზეა. საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის შეფასებებითაც წესრიგშია“, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას.
პაატა კვიჟინაძემ ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტში აუთვისებელ თანხებზეც. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ მხრივ პრობლემა არსებობს, რის მიზეზებზეც ისაუბრა როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასევე დღეს, თავის გამოსვლაში, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
„შესაბამისი დავალებები გაცემულია და დასახულია პრობლემის მოგვარების გზები“, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.
დღეს პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტის 2025 წლის შესრულების ანგარიში დაამტკიცა.
1781015802
საზოგადოებარევაზ კარანაძე უილსონზე: ძალიან ცდილობს თეთრი სახლი, რომ მოახდინოს გადატვირთვა ჩინეთთან ურთიერთობის. ამის ფონზე, ჩვენ ვხედავთ ვიღაც ლობისტს, კონგრესმენები ჩვეულებრივად ლობისტები არიან
„ძალიან ცდილობს თეთრი სახლი, რომ მოახდინოს გადატვირთვა ჩინეთთან ურთიერთობის. ამის ფონზე, ჩვენ ვხედავთ ვიღაც ლობისტს, კონგრესმენები ჩვეულებრივად ლობისტები არიან“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“...
1781014192
საზოგადოებარევაზ კარანაძე: როდესაც საქართველომ საკუთარი ინტერესების დაცვა გადაწყვიტა, ეს გახდა წყალგამყოფი ჩვენსა და ბრიუსელის ბიუროკრატიას შორის. ახლა მიადგნენ სომხეთს. ევროკავშირი ცდილობს ფაშინიანი გამოიყენოს სათავისოდ
ვხედავთ, რომ ახლა [ევროკავშირის წარმომადგენლები] სომხეთთან ცდილობენ რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარებას, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს [ევროკავშირის] სტანდარტებს და ვ...
1781013794
ახალი ამბებიირაკლი ხელაძე: ქართველი ხალხის ვიზალიბერალიზაციას არასდროს გაცვლის ეროვნულობასა და პატრიოტიზმში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. ხელაძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას...
1781013093
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა აკრედიტაციის მსოფლიო დღე დარგის სპეციალისტებს მიულოცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აკრედიტაციის ცენტრს, მის თანამშრომლებს, პროცესში ჩართულ ექსპერტებსა და აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს აკრედიტაციის მსო...
1781012511
საზოგადოებაქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის კმ78-კმ 88 მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ78-კმ 88 მონაკვ...



























