პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 76 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.
მისი განმარტებით, კანონპროექტი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, როგორიც არის „ტექნიკური რეგლამენტის - სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ მოთხოვნების დარღვევა.
მომხსენებლის ინფორმაციით, აღნიშნული დარღვევა გამოიწვევს 1 000 ლარის ოდენობით ჯარიმას და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, ხოლო დარღვევის განმეორებით ჩადენისას კი ეს სანქცია ორმაგდება.
ზურაბ ეზუგბაიას განმარტებით, ცვლილებები ასევე ითვალისწინებს კომპეტენციათა გამიჯვნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში მოქმედ ორ მაკონტროლებელ სტრუქტურას - სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს შორის.
ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან პლასტმასისგან დამზადებული პლასტმასის ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების და გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით წარმოებისა), იმპორტი და ბაზარზე განთავსება აიკრძალება.
გარდა ამისა, ასევე იკრძალება კვების ობიექტების მიერ მომხმარებლებისთვის პლასტმასისგან დამზადებული, ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება/შეთავაზება.
გარდამავალ პერიოდში ჩამოთვლილი პროდუქტები, რომლებიც უკვე განთავსებულია ბაზარზე ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდე, დასაშვებია, ბაზარზე განთავსდეს 2026 წლის 1-ელ აპრილამდე.
პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება შესაძლებელია ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში, ანუ 2026 წლის 1-ელ ივლისამდე.
1765290091
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო იქნება
„პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო იქნება. ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც ბიუჯეტზე დადებითად აისახა, შესაძლებელი გახადა სწავლის დაფინანსების ეს...
1765288514
საზოგადოებაპროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამ...
1765287643
მსოფლიოტრამპი: ზელენსკიმ დრო უნდა იხელთოს და შემოთავაზებას დათანხმდეს, რადგან როცა აგებ... და ის აგებს
„უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დრო უნდა იხელთოს და აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ რუსეთთან სამშვიდობო გეგმას დათანხმდეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Politico-თან ინტე...
1765287547
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6996 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7005 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1765285719
სპორტიმართა ჭაფოძემ და ვახტანგ კანკიამ ბიატლში, ტრიატლსა და ლაზერულ სირბილში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
სამხრეთ აფრიკა ბიატლში, ტრიატლსა და ლაზერულ სირბილში მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. მსოფლიოს პირველობაზე - 15 წლამდე სპორტსმენებს შორის შერეულ ესტაფეტაზე, მართა ჭაფოძემ და ვახტანგ კანკიამ მესამე ადგ...





























