პარლამენტში დღეს მომავალი წლის ბიუჯეტს განიხილავენ

დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს განიხილავენ. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე წარმოადგენს.

2026 წლის ბიუჯეტი 3 მილიარდითაა გაზრდილი, პრიორიტეტული სფეროებია: სოციალური, განათლების, კულტურისა და სპორტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების დარგები, ინფრასტრუქტურა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობა და სხვა. 2026 წლის ბიუჯეტის ფარგლებში გაიზრდება პენსიები, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები.

„თითოეული გათვალისწინებული პროგრამა ემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალურ მიმართულებას, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, განათლებას, მეცნიერებასა და ახალგაზრდობას. პირველად საქართველოს ისტორიაში 1 სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 10 ათას დოლარს გადააჭარბებს, რაც საერთო ევროპულ სტანდარტთან კიდევ უფრო მიახლოებული [მაჩვენებელია]. იზრდება პენსიები, იზრდება სხვადასხვა სოციალური დახმარება, მათ შორის საჯარო მოხელეებისთვის გათვალისწინებულია 10%-იანი სახელფასო მატება“, - აღნიშნა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762891621

საზოგადოება

კახა კალაძე: ვწუხვარ მომხდარი ტრაგედიის გამო. თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს და თურქეთის ხელისუფლებას

თბილისის მერი კახა კალაძე თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი გზავნილი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „ვწუხვარ მომხდარი ტრაგედიის გამო - თურქულ...

კახა კალაძე

1762890582

საზოგადოება

გივი მიქანაძე: რადიკალური ჯგუფები მიზანმიმართულად აწარმოებენ ცრუ კამპანიას თითქოს, რაღაც ნებართვები არის რეპეტიტორობის საქმიანობისთვის საჭირო, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ეს არანაირი ნებართვის გაცემასა და შეზღუდვას არ ექვემდებარება

„არის შექმნილი ტრენინგ ცენტრები, სადაც რიგი მასწავლებლებისა ოფიციალურად არის დასაქმებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე და ამ ფორმით დამატებით ამეცადინებენ აბიტურიენტებს – ასეთ შემთხვევაში თანხ...

გივი მიქანაძე

1762884892

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა. პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს ტელე...

ირაკლი კობახიძე

1762881688

სპორტი

დუდა სანაძე კარიერას „პალმერ მალიორკაში“ გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის კლუბ „პალმერ მალიორკაში“ გააგრძელებს. 33 წლის მოთამაშე კვიპროსულ „ანორთოსისთან“ სეზონის დასრულების შემდეგ უგუ...

 დუდა სანაძე

1762880592

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: ამ თავზარდამცემმა ტრაგედიამ უკიდურესად დაგვამწუხრა და რა თქმა უნდა, უმძიმეს წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ვიზიარებთ თქვენ...

მიხეილ ყაველაშვილი