პოლიციამ აჭარაში ადევნების, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების, ასევე, მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევი რ.ხ. ადევნების, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების, ასევე, მუქარის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან ურთიერთობის შეწყვეტით გაღიზიანებული ბრალდებული დაზარალებულ ქალს, სისტემატურად უთვალთვალებდა, როგორც პირადად, ისე, მობილური ტელეფონის საშუალებით მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გამოძიებით, ასევე, დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ქალის დამცირებისა და შეურაცხყოფის მიზნით, მისივე პერსონალური მონაცემების გამოყენებით სოციალურ ქსელში ვებგვერდები შექმნა, რომელთა მეშვეობითაც ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოსდა დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას ეწეოდა. ბრალდებულმა მუქარა, განახორციელა დაზარალებულის ოჯახის წევრის მიმართაც. პოლიციამ რ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით, 157-ე მუხლითა და 151-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1753011252
საზოგადოებაცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: ანტირაბიული ვაქცინის საკმაოდ დიდი მარაგი გვაქვს და ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ვახორციელებთ ცხოველების ვაქცინაციას
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სოციალურ ქსელში თბილისში ცოფის ვაქცინის დეფიციტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. „გვინდა, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების...
1753005874
ახალი ამბებიშსს: ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების სამშობლოში გაყვანის რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა, კიევში კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს პირებზე, რომლებიც სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ რუსეთის ფედერაციიდან მოვიდნენ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით ითხო...
1753004371
მსოფლიოსაუდის არაბეთის პრინცი 20-წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა
საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრი, პრინცი ალ ვალიდ ბენ ჰალიდ ბენ ტალალ ბენ აბდელ აზიზ ალ საუდი 35 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა. ალ-ვალიდი, რომელიც ცნობილია, როგორც „მძინარე...
1753004035
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს
20 ივლისს დღის ბოლოდან 22 ივლისის დილამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქა...
1753003502
საზოგადოებანინო წილოსანი: ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე თავდასხმები, შანტაჟის ენა და ის ულტიმატუმები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენს მიმართ, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ომში ჩართვის სურვილს
ომის საფრთხე არა თუ გადავიდა, არამედ აქტუალურია ისე, როგორც არასდროს, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ პოლიტსაბჭოს სახელით გავრცელებულ გა...