პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 7 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა - შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან: 1983 წელს დაბადებული ა.რ., 1984 წელს დაბადებული გ.რ., 1977 წელს დაბადებული კ.დ., 1998 წელს დაბადებული რ.კ., 1993 წელს დაბადებული გ.მ., 1971 წელს დაბადებული ლ.რ. და 1962 წელს დაბადებული ს.ტ. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „მეთადონი“, "სუბუტექსი", „ლსდ“, „ჰაშიში“, "პსილოცინის" შემცველი სოკო, „გამომშრალი მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 262-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
1764655804
საზოგადოებაირაკლი მეზურნიშვილი: ბუდაპეშტში ძალიან წარმატებული ვიზიტი მიმდინარეობს
ძალიან წარმატებული ვიზიტი მიმდინარეობს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილმა. „მოგეხსენებათ, რომ უნ...
1764655778
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: რამდენიმე ადამიანი იკრიბება, ისინი, ვინც ან მსჯავრდებულები არიან, ან ძებნაში იმყოფებიან და აცხადებენ, რომ შარშან გამოყენებული იყო მომწამლავი ნივთიერება, ეს შემაშფოთებელი ტყუილია
ტყუილი იმდენად უტიფარია, რომ შემაშფოთებელია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი BBC-ის სტატიას. მისი თქმით, ამ სიცრუის უკან შემდეგი ნაბიჯებიც არის დაგეგმილი, რაც...
1764654444
ახალი ამბებიგანათლების მინისტრი პრემიერთან ერთად დღეს ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციას გამართავს
განათლების მინისტრი დღეს, 2 დეკემბერს პრემიერთან ერთად, ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციას გამართავს. მთავრობის მიერ უკვე დამტკიცებულია უმაღლესი განათლების რეფორმა, რომლის გა...
1764653045
ახალი ამბებიკახა კალაძის ხელმძღვანელობით, უნგრეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება
უნგრეთში, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. დღეს თბილისის მერი უნგრეთის პარლამენტის წევრ გაბორ კუბატოვს შეხვდება. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გახსნი...
1764651467
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ნიუ-დელიში მაღალი დონის შეხვედრებს იწყებს
შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ნიუ-დელიში მაღალი დონის შეხვედრებს დღეიდან იწყებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ინდოეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის...





























