პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური საბჭოს წევრებს „ბორჯომისა“ და საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის შესახებ კონკრეტული დავალებები მისცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კომპანია „ბორჯომის“ შეთავაზებაზე, მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა სამინისტროებს დაავალა აქტიურად იმუშაონ, რათა შესაბამისი პროცედურები მოკლე ვადებში დასრულდეს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი.

ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილს მიაწოდეს ინფორმაცია საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ჯამში  28 680-მა მოქალაქემ მიმართა,  აქედან  12 502 ადამიანი  საზოგადოებრივი სამუშაოების ვაკანსიაზე გადამისამართდა. პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ლერი ბარნაბიშვილს დაავალა გააძლიეროს კოორდინაცია მუნიციპალიტეტების მერებთან, რათა მათ აქტიური ჩართულობით ხელი შეუწყონ პროგრამის წარმატებით განხორციელებას.

ასევე, განიხილეს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური მაჩვენებლები და ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა. აღინიშნა, რომ კვირაში დაგეგმილია 400-ზე მეტი ავიარეისი. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, ტურისტული აქტივობა იქაც მზარდი ტემპით ხასიათდება. რეგიონში თვეში 220-ზე მეტი ავიარეისი შესრულდება.

ამასთან, სხდომაზე დადებითად შეფასდა თურქეთიდან იმპორტირებული იაფი მედიკამენტების რეალიზაციის პროცესი. 10 კვირის მონაცემებით ხელმისაწვდომი მედიკამენტებით 150 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და ჯამში, მოსახლეობამ 42 მილიონი ლარი დაზოგა.

ხაზგასმით აღინიშნა დასაქმების ზრდისა და უმუშევრობის შემცირების პოზიტიური ტენდენციები. 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 2.5%-ით შემცირდა და 19.4%  შეადგინა. დასაქმებულთა რაოდენობა 71.3 ათასით გაიზარდა, ხოლო უმუშევართა რაოდენობა 27.9 ათასით შემცირდა.

გარდა ამისა, საქართველოს კოორდინაციით გაიმართა მოლაპარაკებები თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთების კოორდინირებულად და შეუფერხებლად გატარების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოს მხრიდან გამტარობის კუთხით შეფერხებები არ არის, ამ მიმართულებით დაფიქსირებული გარკვეული ხარვეზები საზღვრის მეორე მხარეს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ, ხოლო ლარსის შემთხვევაში სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.  ასევე, დარეგულირდა მალფუჭებადი პროდუქტების გადაზიდვის საკითხები.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "არაოფიციალური ვერსიით, წყალში გადავარდნისას გული გაუსკდა" - ბორჯომში ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის ვინაობა ცნობილია

* სასამართლომ საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა

* "დანიის სამეფომ საქართველოში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო" - საგარეო უწყება 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1711529850

ახალი ამბები

2 დაღუპული და 3 დაშავებული - უმძიმესი ავარია ლანჩხუთში

ლანჩხუთში, სოფელ ლესაში, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა – ინფორმაციას gurianews ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 26 მარტს მოხდა. მათივე ცნობით,  ერთმანეთს...

ოზურგეთი

1711525288

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი სანამ დასკვნებს გამოიტანთ, ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია კარგად შეისწავლოთ. ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა - მათი სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ....

ჰოროსკოპი

1711522200

ახალი ამბები

ჩვენ საქართველოსთან ერთად აღვნიშნავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება. „ჩვენ საქართველოსთან ერთად აღვნიშნავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! ვულოცავ ყველას და წარმა...

ზოგადი

1711518480

ახალი ამბები

ბრიტანეთის საელჩო: გილოცავთ! კიდევ ბევრი გამარჯვება საქართველოს! ყოჩაღ!

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ეხმაურება. „გილოცავთ! კიდევ ბევრი გამარჯვება საქართველოს! გილოცავთ საქართველო! ყოჩაღ“, - წერს ბრიტანეთის საელჩო. საქ...

ზოგადი

1711515372

სპორტი

ერის გამაერთიანებელი გამარჯვება-საქართველო Euro 2024-ზე ითამაშებს!

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. დაძაბული მატჩ...

Nakrebi