პრემიერი: ბიძინა ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია, ვერავინ მოიტანს ვერცერთ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან რაიმე პირადი სარგებელი მიიღო

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია. ვერავინ მოიტანს ვერცერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან რაიმე პირადი სარგებელი მიიღო. იმის დამადასტურებელი ფაქტი კი, რომ მან ქვეყნის ინტერესებისათვის საკუთარი პირადი გაიღო, უამრავია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება კორუფციის მიმართ უკომპრომისოა.

„მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლოს მას პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება კორუფციასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მიაღებინა. 2023 წლის დეკემბერში, პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას, მან გააკეთა მკაფიო მინიშნება კორუფციის პრობლემის შესახებ და სწორედ მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ გახადა შესაძლებელი, სწრაფად გვემოქმედა კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც მმართველობის ზედა დონეზე დღეს უკვე სრულად არის აღმოფხვრილი.

პოლიტიკაში უამრავია შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსებს ქვეყნის სიკეთე სახლში მიაქვს. ბიძინა ივანიშვილი კი ამის სრულიად საპირისპირო მაგალითია, რაც მან როგორც მრავალმილიარდიანი მეცენატური საქმიანობით, ისე პოლიტიკური ქველმოქმედებით მყარად დაამტკიცა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ქვეყნის ინტერესების პრინციპულად დაცვის გამო, მის მიმართ ამოქმედდა ჯერ დე ფაქტო, ხოლო შემდეგ - დე იურე სანქციები, რომლებიც მის ოჯახსაც დიდ უხერხულობას უქმნის. თუმცა, ვერცერთმა სანქციამ ვერ აიძულა ვერც ის და ვერც მისი ოჯახი, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადაედგათ. ესეც არის უანგარო პატრიოტიზმის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი, რომელიც მუდმივად თან სდევს ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780990986

ახალი ამბები

პრემიერი: ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა

ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან გარე ძალები და მათი ადგილობრივი აგენტურა, რომლებსაც საქართველოს ხელახლა მისაკუთრების სურვილი ამოძრავებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრო...

ირაკლი კობახიძე:

1780990229

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება

საქართველოს მთავრობა ქვეყნის მართვას ახორციელებს იმ კონსტიტუციური უფლებამოსილებისა და ძალაუფლების შესაბამისად, რომელიც მას საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-...

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი

1780989543

ახალი ამბები

ქუთაისში კორპუსის რეაბილიტაციისას ხარაჩოდან მუშა გადავარდა და დაიღუპა

ქუთაისში კორპუსის რეაბილიტაციისას ხარაჩოდან მუშა გადავარდა და დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, კაცი მესამე სართულზე განთავსებული, ხარაჩოდან გადავარდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ....

მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

1780989305

ახალი ამბები

სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური...

დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერები

1780987374

ახალი ამბები

საქართველოს შს მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან. ინფორმაციას შს სამ...

საქართველოს შს მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა