პრემიერი: ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა

ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან გარე ძალები და მათი ადგილობრივი აგენტურა, რომლებსაც საქართველოს ხელახლა მისაკუთრების სურვილი ამოძრავებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათ აქვთ დაუოკებელი სურვილი, ქვეყანა დააბრუნონ იმ რეალობაში, რომელიც 2012 წელს სწორედ ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა.

„ეს იყო უცხოური აგენტურის მმართველობა, რომელმაც საქართველოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ტოტალური ხელყოფა, ბიზნესის რეკეტი, მედიის თავისუფლების გაუქმება, ომი, ნგრევა და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოუტანა.

არანაკლებ მძიმეა უცხოური აგენტურის მმართველობის შედეგები ევროპის ქვეყნებშიც, სადაც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და მედიის თავისუფლების დაკნინების, ეროვნული და რელიგიური იდენტობის დასუსტებისა და ეკონომიკური სტაგნაციის მთავარი მიზეზი სწორედ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაკარგვაა.

ერთ დროს სამაგალითო ევროპულ ქვეყნებში დღეს უმძიმესი ტენდენციებია, რაც სწორედ იმის შედეგია, რომ მათი ხელისუფლებები არა საკუთარ ხალხებს, არამედ გარე ძალებს ემსახურებიან. ბიძინა ივანიშვილის მიმართ აგრესიის მთავარი მიზეზიც სწორედ ამას უკავშირდება - მან ქართველი ხალხი გაათავისუფლა აგენტოკრატიისგან და მას დაუბრუნა ის, რაც ეკუთვნოდა - დემოკრატია და არჩევნების უფლება.

დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს. ის, რომ დღეს საქართველო ინარჩუნებს 14-წლიან უწყვეტ მშვიდობას, ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს, ქვეყანას აქვს ძლიერი დემოკრატიული სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები, ადამიანზე ზრუნვა სახელმწიფოს მთავარი სახელმძღვანელო პრინციპია და საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება, პირველ რიგში, არის სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.

შესაბამისად, ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა. ქართულ პოლიტიკაში ამ პრინციპების მტკიცედ დაცვასა და განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი იყო, არის და მომავალშიც იქნება განსაკუთრებული და ფასდაუდებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780991973

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები ტვირთად აწვება მოსახლეობას, შეგვიძლია, განვიხილოთ ვერსია ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით

ჩვენ დავაკვირდით დაახლოებით ერთი წლის მონაცემებს და ვნახეთ, რომ პირდაპირი კორელაცია გაზრდილ ჯარიმებსა და შემცირებულ სტატისტიკას შორის სამწუხაროდ, არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...

ირაკლი კობახიძე

1780991673

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი, არავინ აღიქვამს მას სერიოზულად არც საკუთარ ქვეყანაში, მასზე დროს საერთოდ არ დავხარჯავდი

ჯო უილსონი არის სრულიად არასერიოზული კაცი ყველა თვალსაზრისით და მგონი, არავინ აღიქვამს მას სერიოზულად არც საკუთარ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. რო...

ირაკლი კობახიძე

1780990229

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება

საქართველოს მთავრობა ქვეყნის მართვას ახორციელებს იმ კონსტიტუციური უფლებამოსილებისა და ძალაუფლების შესაბამისად, რომელიც მას საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-...

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი

1780989654

ახალი ამბები

პრემიერი: ბიძინა ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია, ვერავინ მოიტანს ვერცერთ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან რაიმე პირადი სარგებელი მიიღო

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია. ვერავინ მოიტანს ვერცერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან რაიმე პირადი სარგებელ...

ირაკლი კობახიძე

1780989543

ახალი ამბები

ქუთაისში კორპუსის რეაბილიტაციისას ხარაჩოდან მუშა გადავარდა და დაიღუპა

ქუთაისში კორპუსის რეაბილიტაციისას ხარაჩოდან მუშა გადავარდა და დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, კაცი მესამე სართულზე განთავსებული, ხარაჩოდან გადავარდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ....

მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა