პრეზიდენტი: დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს

 „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ვიმყოფები გურიაში, სადაც ადგილზე გავეცანი არსებულ ვითარებას. საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე დეტალური ანგარიში მოვისმინე განხორციელებულ სამუშაოებზე და შტაბის წევრებისგან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მივიღე ინფორმაცია“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ყაველაშვილის თქმით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები აქტიურად არიან ჩართულნი, რომლებიც დიდ დახმარებას უწევენ ჩვენს მოქალაქეებს.

სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ სხვადასხვა ლოკაციაზე. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც გზების გაწმენდითი, ასევე სამაშველო სამუშაოები.

მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებს, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს, მუნიციპალიტეტისა და სხვა უწყებების წარმომადგენლებს ამ რთულ ვითარებაში გაწეული სამუშაოსთვის. დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს“, - აცხადებს პრეზიდენტი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740589619

ახალი ამბები

ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „უ...

მოძრაობა - გზა, თოვლი

1740587436

ახალი ამბები

ლაშა ტალახაძე: მიეწოდებათ მედიკამენტები ვინც საჭიროებს დახმარებას, საკვებითაც უზრუნველყოფენ

 ჭარბი თოვლის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობას შეუწყდა ელექტროენერგია. კომუნიკაცია თითქმის ყველა ოჯახთან აღდგენილია და მაქსიმუმს აკეთებენ ჩვენი სამართალდამცავებ...

ლაშა ტალახაძე

1740585832

საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანი: მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურება სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების შრომის დისკრედიტაციას

 „მიმდინარეობს მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება, იმისათვის, რომ მოხდეს დისკრედიტაცია იმ საქმეებისა, რომელსაც დღეს სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები...

ირაკლი ჩიქოვანი

1740584934

ახალი ამბები

ილია II-ის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოდან, დაზარალებულთათვის საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილ...

ააა

1740582835

ახალი ამბები

მიშა მშვილდაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ფულს სთხოვს: უხერხულია ასე დაპირება და მერე გადაგდება

 მთელი წელი რომ ბაზრობდა ჯოზეფ ბორელი, 120 მილიონი ევრო საქართველოს მთავრობის ნაცვლად 2025-ში „ენჯეოებს“ და მედიას უნდა მივცეთო - რაშვებით, გავიდა პირველი კვარტალი, - წერს „ფორმულას“ თანადამფუძნებელი...

საზოგადოება