„პრეზიდენტის ვეტო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, კონსტიტუციის არცოდნის და უპატივცემულობის მორიგი დასტურია“ - დავით ჩიხელიძე

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დადების საკითხს „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ „პრეზიდენტის ვეტო, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, კონსტიტუციის არცოდნის და უპატივცემულობის მორიგი დასტურია“.
„პრეზიდენტის ვეტო, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, კონსტიტუციის არცოდნის და უპატივცემულობის მორიგი დასტურია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ ამბობს, რომ „საქართველოს პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს” ხაზგასმით წერია, რომ პრეზიდენტი კანონს ან ხელს აწერს, ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს.
კიდევ ერთი კანონი რომელიც უფრო დაწვრილებით განმარტავს ვეტოს შესაძლებლობას ამბობს რომ “ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია კანონპროექტს დადგენილ ვადაში ხელი არ მოაწეროს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს იგი პარლამენტს” (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი მუხლი 170, პუნქტი 1) ორივე კანონი უშვებს შესაძლებლობას პრეზიდენტმა გამოიყენოს ვეტოს უფლება, მაგრამ კანონპროექტი უკან მოტივირებული შენიშვნებით უნდა დაბრუნდეს, ვეტოს მთავარი არსი, სწორედ მოტივირებული შენიშვნებია, რაც პრეზიდენტის მიერ დაწუნებულ კანონპროექტს თან უნდა ახლდეს.
საქართველოს ისტორიაში ვეტოს დადება მოტივირებული შენიშვნების გარეშე ჯერ არ ყოფილა, სალომე პირველი პრეზიდენტია, რომელმაც კონსტიტუცია არაერთგზის დაარღვია, რა თქმა უნდა თეორიულად შესაძლებელია პრეზიდენტმა კანონს ხელი არ მოაწეროს და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების გარეშე გადაუგზავნოს, მაგრამ ეს პირდაპირ და ირიბად ნიშნავს, რომ პრეზიდენტი არა საჭიროებისამებრ, არამედ პირადი ეგოს დაკმაყოფილებისთვის მოქმედებს, ვერ გამოდის ჩამოუყალიბებელი ბავშვის პოზიციიდან, რომელიც მოქმედებს პრინციპით, "მე ასე მინდა" და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებულია“, - აცხადებს ჩიხელიძე.
1744897534
ახალი ამბებინიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...
1744897440
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას
ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...
1744895988
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7503 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7523 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1744894234
სპორტიგიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძვის
„ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე ძალიან მაგარ ფორმაშია და გუნდს მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებაში ეხმარება. მამარდაშვილი აპრილში, ლა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მ...
1744893835
საზოგადოებაცესკომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდებს უმასპინძლა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პირადად შეხვდა. შეხვედრის განმავლობაში მან არჩევ...