პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ერთი პირის მკვლელობის და ორი პირის დაჭრის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ერთი პირის მკვლელობის და ორი პირის დაჭრის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ნოემბერს, ქ. ქუთაისში, ანგარიშსწორების მოტივით, ბრალდებულმა რევოლვერიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, ცეცხლი გაუხსნა სამ პირს, რომელთაგან ერთი პირი მოკლა, ხოლო ორი პირი დაჭრა. დაჭრილების სიცოცხლის გადარჩენა, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
1765514838
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში გრძელდება - ირაკლი კობახიძე დღეს პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში გრძელდება. მთავრობის მეთაური მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტე...
1765486791
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია BBC-ის ფილმზე: ალბათ ამას სერიოზულად აღიქვამს ის სამასკაციანი ჯგუფი, რომელიც გასაბერი ქათმებით დარბის რუსთაველზე
„თუ კიდევ დარჩა ამ ქვეყანაში ვინმე, ვინც ამას სერიოზულად აღიქვამს არ ვიცი, ალბათ ის სამასკაციანი ჯგუფი, რომელიც გასაბერი ქათმებით დარბის რუსთაველზე, ალბათ ფიშერს გერმანიის ელჩს სჯერა“, - განაცხადა გად...
1765485539
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშზე: რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს ნიუსი, სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან
„რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს ნიუსი. სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემაშ...
1765484923
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ
„რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ, ჩარევა არის ევროკავში...
1765483408
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიიღება თუ არა პარლამენტის მიერ რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ
„მიიღება თუ არა [პარლამენტის მიერ] რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, ამ 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ ამა თუ იმ კანონს....





























