პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 50 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელსაც აფასოებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ასევე ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა.

გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“, „მეთადონი“, „ალფა პვპ“, ,,სუბოტექსი", „ტრამადოლი“, „ბუპრენორფინი“, „გამომშრალი მარიხუანა“, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის. ნასამართლევი პირის მიერ), 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) 260-ე ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ), 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად), 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირება); 260 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (მარიხუანის უკანონო რეალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763128304

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ოპოზიციის წაკითხულ წერილზე: ცალ ფეხზე მდგომის ინსტრუქციები - ასე დავარქვი ამ მოცემულობას. ამ ადამიანებს განცხადების დაწერაც კი არ შეუძლიათ და არ ენდობიან

აი, რა სავალალო და სამარცხვინო მდგომარეობაში გაგდებს აგენტობა ადამიანს. მას შეიძლება გააჩნდეს საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს პასპორტი მაგრამ თავიდან ბოლომდე იმართებოდეს დავალებებით ქვეყნის ფარგლ...

დავით მათიკაშვილი

1763127982

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც აძლიერებენ ურთიერთდაკავშირებასა და მდგრადობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველო სანდო და პროაქტიული პარტნიორია მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შეთანხმების განხორციელებაში და მტკიცედ უჭერს მხარს...

მარიამ ქვრივიშვილ

1763126761

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ნატოსთან საქართველოს ახლადდანიშნულ წარმომადგენელსა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნატოსთან საქართველოს ახლადდანიშნულ წარმომადგენელსა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმ...

მიხეილ ყაველაშვილი

1763126056

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7085 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7091 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარის კურსი

1763125334

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „X“-ზე ეხმაურება. „მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგარ...

ირაკლი კობახიძე