პროკურატურამ თაღლითობის მცდელობის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
„საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების და მოტყუებით თანხის დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა“, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 26 ნოემბერს, ქალაქ რუსთავში, ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის მოტყუებით მიღების მიზნით, მათივე სარგებლობაში არსებული ავტომობილი განზრახ შეაჯახეს დაზარალებულის ავტომობილს, რითაც მას 2300 ლარის ზიანი მიაყენეს. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა ხელოვნურად შექმნეს ვითარება, რომლის მიხედვითაც თითქოსდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაზარალებულის ბრალეულობით იყო გამოწვეული და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, მას 600 აშშ დოლარი მოსთხოვეს.
„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობა მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ბრალდებულებს სავარაუდოდ იდენტური დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 63 ფაქტი უფიქსირდებათ, საიდანაც 60 შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოებისას ისინი გამართლდნენ.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება ყველა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დეტალური შესწავლა, ხოლო შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გამოვლენისას გაუქმდება დაზარალებულ პირებზე დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმები და მოხდება როგორც ფიზიკური, ისე სადაზღვევო კომპანიებზე მიყენებული მატერიალური ზიანის დადგენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1764683312
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილზე: „ლელომ“ მკაფიოდ უნდა განაცხადოს რიცხავენ თუ არა ადამიანს, რომელმაც აღიარა ტერორისტული აქტის ჩადენა საკუთარი რიგებიდან. იგივე მკაფიოდ უნდა განაცხადოს „ალდემ“
„ლელოს“ წარმომადგენლები უნდა გამოვიდნენ და თქვან, ადამიანი, რომელიც აღიარებს, რომ ტერორისტული აქტი ჩაიდინა რჩება თუ არა „ლელოს“ წევრად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილ...
1764680871
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7015 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7020 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1764680289
ახალი ამბებინინო წილოსანი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვუჩივლოთ BCC-ს და ეს საჩივარი, იმედი გვაქვს რომ ისეთივე სამართლიანად დასრულდება, როგორც დონალდ ტრამპის შემთხვევაში
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვუჩივლოთ BCC-ს და ეს საჩივარი, იმედი გვაქვს რომ ისეთივე სამართლიანად დასრულდება, როგორც დონალდ ტრამპის შემთხვევაში“, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მ...
1764679177
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული გეოპოლიტიკური გამოწვევ...
1764678726
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფი-ს“ საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შე...


























