ქადაგიშვილი: საქართველოს პოლიტიკა ღიაა, გვინდა, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანასთან, განსაკუთრებით გიგანტებთან, რომელთაც ეკონომიკური დომინირება აქვთ, პარტნიორული ურთიერთობა გვქონდეს

გვინდა, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანასთან, განსაკუთრებით გიგანტებთან, რომელთაც მსოფლიოში ეკონომიკური დომინირება აქვთ, ღია და პარტნიორული ურთიერთობა გვქონდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს პოლიტიკა ღია და ნათელია.

„ამერიკასა და ჩინეთს ერთმანეთის მიმართ კონკურენცია აქვთ, თუმცა უერთმანეთოდ არ შეუძლიათ - ვაჭრობა, ეკონომიკის წარმოება, ცხოვრება. როცა ისინი კონკურენციიდან მწვავე დაპირისპირებაში ვერ გადაზრდიან, ხახუნის გაძლიერება პერიფერიებზე იწყება ხოლმე. ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს, საქართველო არაფერ შუაშია. ამჟამად, ამერიკასა და ჩინეთს შორის მწვავე კონკურენციას ვხედავთ, რომელიც მრავალ, სხვადასხვა გეოპოლიტიკურ აქტორზე თუ გეოგრაფიულ ლოკაციაზე აისახება.

საქართველოს პოლიტიკა ღია და ნათელია. გვინდა, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანასთან, განსაკუთრებით გიგანტებთან, რომელთაც მსოფლიოში ეკონომიკური დომინირება აქვთ, ღია და პარტნიორული ურთიერთობა გვქონდეს. ჩვენი მიზანი ეს არის. ჩვენ ვიღაცის წინააღმდეგ არ ვთანამშრომლობთ. ვმუშაობთ, რათა ჩვენი ქვეყნისთვის სარგებელი მივიღოთ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780995786

საზოგადოება

ჩინეთის საელჩო: ჩინეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ განაცხადეს

საქართველოში ჩინეთის საელჩოს ინფორმაციით, 9 ივნისს, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავი...

ჩინეთის საელჩო

1780994534

საზოგადოება

პრემიერი: ბიძინა ივანიშვილმა წლებით აჩვენა გუნდსაც და მთლიანად ქვეყანასაც, რომ მის რჩევას აქვს განსაკუთრებული ფასი, სწორედ მისი პირადი კომპეტენციის შედეგია 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სწრაფი ეკონომიკური ზრდა

დიდი ხანია, გვესმის საუბარი ერთმმართველობაზე, ავტოკრატიაზე, ივანიშვილის რეჟიმზე, ეს ტერმინები გამოიყენება, თუმცა როცა ფაქტებით ვსაუბრობთ ამასთან დაკავშირებით, ვერაფერს გვიპირისპირებენ. მთავარია ფაქტებ...

ირაკლი კობახიძე:

1780993216

საზოგადოება

2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 47.7%-ით გაიზარდა, რაც ინვესტორთა ნდობასა და ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ პოზიტიურ მოლოდინებზე მიანიშნებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 47.7%-ით გაიზარდა და 271.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ქ...

საქართველო

1780992563

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ქართველ ხალხს ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ირიბად, ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიასა და ადგილობრივ აგენტურაში, შანტაჟი ვერ გაჭრის

ქართველ ხალხს ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ირიბად, ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც არის მთლიანობაში შექმნილი ერთი მხრივ, ევროპულ ბიუროკრატიაში, მე...

ირაკლი კობახიძე

1780991973

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები ტვირთად აწვება მოსახლეობას, შეგვიძლია, განვიხილოთ ვერსია ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით

ჩვენ დავაკვირდით დაახლოებით ერთი წლის მონაცემებს და ვნახეთ, რომ პირდაპირი კორელაცია გაზრდილ ჯარიმებსა და შემცირებულ სტატისტიკას შორის სამწუხაროდ, არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...

ირაკლი კობახიძე