რომან გოცირიძე ილია მეორის ტრიადაზე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“: ღმერთი თავში დააყენეს, ირანიზაციის გზას დაადგნენ, ახლა „ადამიანიც” ჩააკვეხეს

„ამათი მავნებლობა უკვე ყველანაირ ზღვარს გასცდა. ახალ ეროვნულ იდენტობას ამკვიდრებენ, თეოდემოკრატიულ იდეოლოგიას უწევენ პროპაგანდას“, - წერს ოპოზიციონერი რომან გოცირიძე, რომელიც ჯარისკაცების ფორმაზე დაწერილ ილია მეორის მიერ წარმოთქმულ ტრიადას - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქართველო ირანიზაციის გზას დაადგა. როგორც გოცირიძე აღნიშნავს, პირველი ღმერთი კი არა, ოჯახი და სამშობლოა, ხოლო ხელისუფლება, რომელმაც ჯარისკაცებს ეს ლოზუნგი „მიატყეპა მკერდზე“, ანტიეროვნული და საშიშია.

„ილიასეული ტრიადა „მამული, ენა, სარწმუნოება“ ახლით შეცვალეს. ენა ამოაგდეს, ღმერთი თავში დააყენეს. ირანიზაციის გზას დაადგნენ. ღმერთი კი არა, პირველადი შენი ოჯახია, შენი საყვარელი ადამიანები, შენი სამშობლო, სადაც გაიზარდე და რომლის ფესვები გკვებავს. ახლა „ადამიანიც“ ჩააკვეხეს. გამოგვიჩნდნენ დიდი კოსმოპოლიტები, მსოფლიო დარდს ეზიდებიან თურმე მხრებით. სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს ეს ლოზუნგი მიატყეპეს მკერდზე და გუშინ აღლუმზე ატარეს. ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო“, - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, 2012 წელს განაცხადა: „ჩვენ­მა დიდ­მა წი­ნა­პარ­მა, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ წარ­მოს­თქვა ასე­თი სი­ტყვე­ბი - „ენა, მა­მუ­ლი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა“, რო­მე­ლიც ჩვენ ცო­ტა­თი გა­ვა­ფარ­თო­ვეთ და ასე ვთქვით - ღმერ­თი, სამ­შობ­ლო, ადა­მი­ა­ნი. ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი ფა­სე­უ­ლო­ბა ადა­მი­ა­ნის­თვის“. ასევე, ილია მეორე აღნიშნავდა: „უფა­ლი ყვე­ლა­ფერს მხო­ლო­ბით რი­ცხვში ქმნის. ორ ერ­თნა­ირ ფო­თოლს ან ყვა­ვილს ვერ­სად ნა­ხავთ. ჩვენ უნდა ვა­ფა­სებ­დეთ და პა­ტივს ვცემ­დეთ ადა­მი­ანს, არ უნდა გავი­მე­ტოთ იგი და ცუდი სი­ტყვით არ უნდა ვახ­სე­ნოთ. ეს არის უნი­კა­ლუ­რი და უძ­ვირ­ფა­სე­სი ქმნი­ლე­ბა ღვთი­სა. მთე­ლი ქვეყ­ნის სა­უნ­ჯე არ ღირს ერთი ადა­მი­ა­ნის სუ­ლად. ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს ეს სამი სა­უნ­ჯე - ღმერ­თი, სამ­შობ­ლო, ადა­მი­ა­ნი“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779876228

ახალი ამბები

საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელიც მცირეწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ბრალდება წარედგინა

თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს....

პროკურატურა

1779874251

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: არავის მივცემთ ისტორიის გადაწერის, სიმართლის გადაფარვისა და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევის უფლებას!

„ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს საზოგადოებას თავისუფლებაზე ელაპარაკოს, უფლება არ აქვს იმ ფასეულობების დაცვაზე საუბრობდეს, რომელიც თავად სისხლში ჩაახშო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის...

ირაკლი კირცხალია

1779872926

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ჯო უილსონზე: ეს კონგრესმენი კონვერტებს ხსნის, რომელშიც საქართველოდან გაგზავნილი ოპოზიციის ფანტაზია და ფული დევს, ფანტაზიებს აქვეყნებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ქართული ოცნების“ რეჟ...

ცოტნე ანანიძე

1779871428

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ, მოვთხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მან ყურადღება გაამახვილა გაზრდილ ჯარიმებსა და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე...

აა

1779870748

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე: გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის, ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემოა შემოკრებილი

„გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემო არის შემოკრებილი, არის ის facebook ბაბლი, რომელსაც თავი წარმოუდგენია საზოგადოებად და სინამდვილეში...

შალვა პაპუაშვილი